ზუსტად ერთი კვირაა პოსტი არ დამიწერია, ალბათ ეს ბლოგიც მომბეზრდა ისე როგორც სხვა ყველაფერი. ცხოვრება ჩვეული სისწრაფით, მოულოდნელობებით, ერთფეროვნებით, სიხარულითა და ხანდახან იმედგაცრუებით მიდის.
განსაკუთრებული არაფერი ხდება რის შესახებაც შეიძლება დავწერო, პრინციპში არც წინათ ხდებოდა მაგრამ მაინც ვწერდი, ახლა ამის სურვილი აღარ მაქვს. გული მწყდება, მაგრამ უკვე ვგრძნობ რომ უნდა გავიზარდო.
რომელიმე საინტერესო ხელოვანს თუ წავაწყდები აუცილებლად დავწერ მასზე.
ილუსტრაციებმა და კომპიუტერულმა გრაფიკამ გამიტაცა, რაღაცეებ ვცდილობ, ვნახოთ რა გამომივა.
დღეს Surf's Up-ს ვუყურე, ძალიან მომეწონა, დიდი სიამოვნება მივიღე არა მარტო სცენარით, არამედ გრაფიკული შესრულებითაც, გირჩევთ თქვენც უყუროთ.
ახლა Mr. Tom - Patrick Watson ვუსმენ, რაღაც სევდა შემომაწვა და წერის სურვილი გამიჩნდა. არ ვიცოდი რაზე დამეწერე და ამიტომ გადავწყვიტე მიმომეხილა ნაკლებად საინტერესო ჩემი ცხოვრება.
ცოტა ხნით გემშვიდობები ჩემო ბლოგუნა, სანამ წერის სურვილი დამიბრუნდება.
7 comments:
ეეეე, კარგი რა.
ეს სამი, თუ ორი, თითქოს არაფრის მთქმელი სიტყვა მრავლის მთქმელი აღმოჩნდა ჩემთვის (მინდა მჯეროდეს, რომ მრავლის მთქმელია).
მესიამოვნა :)
რამდემი უჭირს ამ ჩემს ტვინუკას :D
ხოდა თუ რამის მთქმელი მაინც არის, არ დაემშვიდობო აქაურობას.
თუ გინდა რაკურსი შეცვალე, ან რამე სიახლე შესთავაზე შენს ბლოგს. მაგრამ არ დაემშვიდობო. :)
როდესაც დავამთავრებ იმას, რასაც ეხლა, ეს ორი თუ სამი დღეა ვაკეთებ დავბრუნდები. (იმით რასაც ვაკეთებ) :)
კარგი, გელოდები.
ჩაიდანს ამოტყდა ემალი
გემშვიდობებით ჯემალი
:))
გვემშვიდობები არა თევზი :პ
ესე არ ჯობია? :
ბასეინს აძვრა ემალი
გემშვიდობები კეფალი.
მე კეფალი არ ვარ, გამბუზია ვარ, მაგრამ რას იზამ რითმა მსხვერპს მოითხოვს :P
Post a Comment