მოკლედ ეს ამხელა შესავალი იმისთვის გავაკეთე, რომ გამცნოთ გადავწყვიტე გავაკეთო ახალი განყოფილება ჩემს ბლოგზე სახელწოდებით BIOLOGY . დავწერ მხოლოდ იმ ცხოველებზე, რომლებიც ყველაზე საიტერესოდ მეჩვენება, მათი განსაკუთრებულობისა და სხვებისგან განსხვავებულობის კრიტერიუმით.
პირველი პოსტი მინდა მივუძღვნა რაღა თქმა უნდა ბაყაყებს. (თემატურად ჩაჯდა და მხოლოდ მაგიტომ :P)
ბაყაყები
ბაყაყები და გომბეშოები მიეკუთვნებიან ამფიბიებს - ხერხემლიანთა ჯგუფს. ისინი ცივსისხლიანი ორგანიზმები არიან, რადგან მათი სხეულის ტემპერატურა გარემოს ტემპერატურის ტოლია.
საკმაოდ ბევრი რამის დაწერა შეიძლება ბაყაყებზე: სხეულის ფორმის, გადაადგილების თავისებურების, გამრავლებისა და განვითარების შესახებ, მაგრამ ვფიქრობ ყველაზე საინტერესო მათი კვება და თავდაცვის მექანიზმია.
მაშ ასე კვება: ბაყეყები, ძირითადად, ცოცხალი, მოძრავ მსხვერპლზე ნადირობენ. უმეტესობა მწერებით იკვებება. მსხვერპლის სიდიდე კი დამოკიდებულია თავად ბაყაყზე და მისი პირის სიდიდეზე..
როგორც კი მსხვერპლს დააფიქსირებს, ბაყაყი მობრუნდება და მისკენ გაექანება. მსხვერპლის იგი იჭერს თავისი წებოვანი ენით. ბაყაყი კბენისა და ღეჭვის გარეშე, პირდაპირ ყლაპავს მსხვერპლს, ამ დროს მისი თვალები იბერება პირის ღრუს შიდა მხარეზე, რაც მას ხახის მიმართულებით საკვების გადაგზავნაში ეხმარება, მაგრამ ხანდახან ასეც ხდება :D
თავდაცვა: ბაყაყებით მრავალი სხვადასხვა სახის ცხოველი იკვებება, რის გამოც, მათ გამოიმუშავეს რეაქციების ფართო სპექტრი და, ასევე, სხვადასხვა ადაპტაციები. ზოგიერთი სახეობის წარმომადგენელი ამ დროს ძლიერ აგრესიული ხდება და მტაცებელს არ გაურბის, მიუხედევად იმისა, რომ მათ ნამდვილი კბილებიც კი არ აქვთ. თავად ეს ფაქტი ძლიერ შთამბეჭდავია. ბაყაყების გარკვეულ ჯგუფს კი ამგვარ შემთხვევაში მხოლოდ თავისი შეფერილობის ან მოხატულობის იმედი აქვს. ხეებზე მხოხავი ბაყაყების უმრავლესობა მოსვენებისას ერთგვაროვნად, ყავისფრად ან მწვანედაა შეფერილი, თუმცა საშიშროების დროს ისინი სწრაფად ბრუნდებიან და გამოაჩენენ სხეულის შიდა მხარეზე არსებულ კაშკაშა შეფერილობას. ფერის ამგვარი უეცარი ცვლილება ხშირად აბნევს მტაცებელს, ბაყაყი კი ამით სარგებლობს და თავის დაღწევას ახერხებს.
სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ.. შევეცდები მომავალში უფრო საინტერესო ფაქტები მოგაწოდოთ.
9 comments:
au tevzo gushindeliit maxsovs is video sadac bayays awamebdit ... :D:D:D BARBAROSEBO! :D:D:D saintyereso postia :*
ვაწამებდით კი არა ვსწავლობდით :|
(ნუ ეხლა ენას რო ვუწელავდით კილომეტრზე, სხვადასხვა პოზებში ვუღებდით სურათებს და თვალებს ვთხრიდით ეგ არ შედიოდა სასწავლო კურსში მაგრამ..:P)
აუუ რა კარგი იყო :S
(ნუ ეხლა ენას რო ვუწელავდით კილომეტრზე, სხვადასხვა პოზებში ვუღებდით სურათებს და თვალებს ვთხრიდით ეგ არ შედიოდა სასწავლო კურსში :D magas qvia wameba tevzo .... mets ki arafers :D tumca shen michveuli xar yoveldge xom enas giwelaven ) tvalebs gtxrian :D:D:D
ოპერირებას სანამ დავიწყებდით, ცნს-ი გავუთიშეთ ზურგის ტვინიდან ასე რომ არაფრს გრძნობდა და ცოდვას ნუ მკიდებ ერთი, ისედაც რადიკულიტი მაქვს აკიდებული უკვე..
ბაყაყებს კიბორჩხალებზე "თევზაობისას" ვიყენებდით. დავიჭერდით, ვთიშავდით, ვატყავებდით და ბადეზე ვამაგრებდით. ასობით კიბორჩხალა მყავს დაჭერილი მასე :)
ხო გატყავება ფრიად საინტერესო პროცესია. კიბორჩხალები ბაყაყებს თუ ჭამდნენ არ ვიცოდი :?
ჩვენმა მასწავლებელმა კიდე ცნს-ის გათიშვის მაგივრად დეკაპიტაცია გაუკეთა და ყველაფერს გრძნობდა უბედური ბაყაყი... ვირთხა არ გაგიფატრავთ?
სამწუხაროდ არა :((
ვირთხა არ გაგვიფატრავს.
ბევრი გამაზე... :)
Post a Comment