Sunday, February 28, 2010

მოგზაურობა ოცნებაში..



მზე მომენატრა.. ზღვა მომენატრა..





როდესაც ეს ფოტო დავინახე, წამით გავიტრუნე და დავაშტერდი, მალე მივხვდი, რომ თვალები დახუჭული მქონდა და სადღაც სხვაგან ვიყავი..
მივცურავდი, ნელი სვლით მივცურავდი..
მესმოდა მხოლოდ საკუთარი გულის ჯგერა და გაბმლი სუნთქვა, და კიდევ მდუმარება..
ზღვის მრავლისმთქმელი მდუმარება მესმოდა.
ნეტარებაში ჩაძირული ზღვის ზედაპირზე ვტივტივებდი და განვაგრძობდი ცურვას, ნელი სვლით ცურვას ჰორიზონტისკენ..

მზე მომენატრა..ზღვა მომენატრა..

დილით ზღვაზე გასვლა.
დაღლამდე ცურვა.
მეგობრები და კარტი.
მზეზე ალაპლაპებული გარუჯული სხეული.
გამვლელ ბიჭზე გაყოლებული მზერა.
მეგობრის მოულოდნელი მზერა ჩემზე. დამიჭირა.
მერე სიცილი და აღიარება:
-მეც მომეწონა.

მზე მომენატრა.. ზღვა მომენატრა..

მოსაღამოვდა. ფეხშიშველი მივუყვები სანაპიროს, რომელიც უსასრულო მეჩვენება. ვხვდები, რომ თუ განვაგრძობ ამ გზას, აღმოვჩნდები სრულიად სხვა გარემოში, სხვა ქვეყანაში, უცხო ადამიანებთან, რომლებიც ვერ გამიგებენ და რომლებსაც ვერ გავუგებ. და უცებ გავიფიქრე აქ ვინ მიგებს? ან ვის ვუგებ? გავხედე ჰორიზონთის ხაზს, რომელსაც მზე შუაზე გაეყო და ახლა მისი მხოლოდ ერთ ნაწილი ჩანდა.. მივხვდი, რომ მოგზაურობა დასრულდა..
ღრმად ჩავისუნთქე იოდით გაჟღენთილი ჰაერი და დავბრუნდი..




მზე მომენატრა.. ზღვა მომენატრა..









პირველი ფოტოს ავტორი სამწუხაროდ არ ვიცი..
მეორე ჩემია..

Thursday, February 25, 2010

გრძნობებში გარკვევა


ყოველთვის მიჩნდება კითხვა, ნეტა ვინმე ფიქრობს ზუსტად ისე, როგორც მე? ალბათ, არა. ყველა ადამიანი ხომ ინდივიდუალური და სრულიად განსხვავებულია. როგორც ვიცით ტვინი დღედაღამ მუშაობს არდადეგების, შვებულების და დეკრეტის გარეშე. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, სწორედ იგი აკონტროლებს ორ სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციას ორგანიზმში: გულის მუშაობასა და სუნთქვას. მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ გარდა ამ ყველაფრისა იგი ფიქრობს კიდეც (ნუ ყოველშემთხვევაში ჩემი კი :P).
აი ჩემი ფიქრები კი, ბრძოლის ველს გავს ჩემსა და ჩემს მეორე მეს შორის.. საოცრად განვსხვავდებით ერთმანეთისგან, რაც არ უნდა ვთქვა ან გავაკეთო არაფერი მოსწონს, ყველა აზრში მეწინააღმდეგება და ყოველთვის საბაბს ეძებს, რომ მეჩხუბოს. ელემენტარულ საყოფაცხოვრებო წვრილმანებზეც კი თავისებური აზრი აქვს და რაც მთავარია ჩემგან სრულიად განსხვავებული.


ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ერთი ჩვეულებრივი, სხვებისგან არაფრით განსხვავებული დიალოგი, კამათი ჩემს მეორე მესთან.. და რაზე თუ იცით? ტანსაცმელზე..:

- რა ჩავიცვა?
- მე რავიცი, რაც გინდა ის ჩაიცვი.
- უიმეე, შენს მეორე მე გქვია რა, ტფუი..ამას ჩავიცმევ.
- ხო ეგ ჩაიცვი და მენაგვეები, რომ ჩაგივლიან შემთხვევით თავიათ მანქანაში თუ ჩაგაგდეს არ გაგიკვირდეს და შეიფერე.
- შენ რა გინდა ვაბშე, შე მათხოჯო. აბა რა ჯანდაბა ჩავიცვა მითხარი.
- აი ეს.
- მადლობა რჩევისთვის და კიდევ უფრო დიდი მადლობა ღმერთს, რომ აზროვნების უნარი მომანიჭა და უარის თქმა შემიძლია შენს უგზოუკლოდ დახვეწლ რჩევაზე.
- აუფ.. წადი რა, აწი მე შენ რამე გითხრა..
- არც მჭირდება, ვინ გკითხა ვაბშე რამე, ვერ მოკეტავ?! ამას ჩავიცმევ და მორჩა.
- ფუუუ... და ვის ტვინში ვცხოვრობ (საფეთქლებს იზელს), ამას მერჩია დაჟე კოხორას ტვინში მეცხოვრა, ის .... დამიჯერებდა მაინც.
- ჰოდა მიბრძანდი, არავის დაუპატიჟებიხარ. გამომიჩნდა აქ მოდის კანონმდებელი. წაეთრიე რა ვაბშე მათხოვარო შემოკედლებულო.
- კიდე საკითხავია ვინაა შემოკედლებული ბომჟო ლოთო.
- რავიცი იმ დღეს კი კარგად სვამდი.. მიდი, მიდი კიდე ერცთიცო იხვეწებოდი :D არაფრის ღირსი არ ხარ.
- სულ ტიტველი წადი თუ გინდა. არ მკიდია?! მართლა ტუგადუმი თევზი ხარ რა.
- შენ ვინ ხარ ერთი? ძაან მაინტერესებს.
- მე მოაზროვნე თევზი ვარ :P :D.
- აუფ, რა შუტნიცა ხააარ, გაიღვიძა ხო ისევ დახშულმა ტალანტმა თუ როგორაა? :D
- არ მაინტერესებს, ჩაიცვი დროზე და წაეთრიე დაგაგვინდა თუ ხვდები საერთოდ მაგდენს.
- ხო, კაი, კაი. რამდენი დრო დამაკარგვინე, ვინ ხარ საიდან მოხვედი?! ვერ გიტან.
- მოგიწევს ჩემი ატანა სიკვდილამდე და სიკვდილის მერე თუ რამეა იქაც. იF.

გრძელდება ფიქრი და გრძელდება ომი. და ასე ყოელდღე, ყოველდღე რა - ყოველწამს. მერე მოვა ვიღაცა და მეტყვის გრძნობებში გარკვევა გჭირდებაო :D.. მაგრები არიან ეს ეკონომისტი ფსიქოლოგები..

Wednesday, February 24, 2010

დავლიოთ და ვიბოდიალოთ

კაthოჩე გუშინ იყო 23 თებერვალი - წითელი არმიის დღე, საყოველთაოდ ცნობილი კაცთა დღე და პარალელურად ჩემი დაბადების დღე(ც).
ბავშვობიდან, არა გატყუებთ, მოზარდობიდან არ მომწონს ეს დღე, ჯერ ვირივით უნდა დაიღალო, რომ სტუმრებს ასიამოვნო, მერე მთელი დღე ყურადღების ცენტრში უნდა იყო და სახიდან არ უნდა მოიშორო დებილი ღიმილი :) - ამის მსგავსი, და რაც ყველაზე დასანანია გემატება წლები, პასუხისმგებლობა და მოვალეობები.
ეს დაბადების დღის ბნელი მხარეა, მე მინდა ნათელ მხარეზე მოგითხროთ.. რა სჯობს ამ დღის მეგობრების წრეში გატარებას, გართობას, სიცილს და''ახალგაზრდობის'' გახსენებას. მეც სწორედ ასე გავატარე ჩემი რიგით მე-20 :( დაბადების დღე.
შევიკრიბეთ, შევედით რომელიღაც ''ზავიძენიაში'', ვჭამეთ, ვსვით, ვსვით და ვსვით. აი მერე კი ჩემი წინა პოსტით აღფრთოვანებულმა მეგობრებმა გადაწყვიტეს To Do List-ის შედგენა (რომელი სურვილებს უფრო შეიცავდა ვიდრე აუცილებლად გასაკეთებელ საქმეებს), რომელიც იქვე ხელსახოცზე დავწერეთ. წარმოგიდგენთ მას სრულად.. გთხოვთ ყურადღებას ნუ მიაქცევთ გრამატიკულ შეცდომებს, ბარბარიზმებს, ლოთის აკანკალებულ ხელწერასა და არყის სუნს.



მთვრალი ვარ და მეპატიება ესეთი ხელით წერა.
თევზი (იუბი''ლ''არი), ქრისტი, ნათელა, მე (ალხაზა), თეო!!!
  • ვიპყრობთ მწვერვალს კაthოჩე.
  • ვუხსნით სიყვარულს ყველას და ყველაფერს.
  • მჟავე კიტრის ჭამა.
  • ფოტოსტუდია(for everyone).
  • ნიკა For თეო.
  • London for ნინელა.
  • David for Natela (კრისა).
  • P. for N.
  • Bar For KRistი (და ყველასთვის).

ვიყოთ ყველა მაგრა. აქედან ყველანი მივდივართ საბოდიალოდ.

როდესაც ადამიანი ბევრს დალევს, აუცილებლად მოვა ეს გრძნობა, რაღაც სინანულის, წამით ჩაფიქრდები ცხოვრებაზე და მოგინდება ყველას და ყველაფრის დავიწყება, ამ გრძნობის განდევნა საკუთარი სხეულიდან. ესეც ამ გრძნობის განმდევნი ხელსახოცი:



მეფსია ისე მეფსიააა :)))
წამო თევზო მოვფსათ!
მიგვიქარავს მიშას შადრევანი :)))

ფსსსსს

ხელს ვაწერ: N.N.
Fish.
გამოვედით და გეგმას მივყევით, რომელიც შემდეგში მდგომარეობდა:

'' დავლიოთ და ვიბოდიალოთ''

ვიბოდიალეთ. ვიღაცას სიმღერის მუზა მოუვიდა, ვიღაცას ლექსის წაკითხვის, ვიღაცას ''ვაი არ მიცნოს ვინმემ, ესენი ვინ არიან''-ის, კედელზე აკვრის და მიმალვის.
დაღამდა და სახლებს მივაშურეთ (ნუ ვირაცამ WC, მიხვდება :D).
ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ საჩუქარი, რომელიც ძალიან მესიამოვნა და რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს, რაც მთავარია ჩემი სექტის წევრებმა მაჩუქეს..(სექტაზე მერე დავწერ რამეს, ალბათ)

ხო მართლა არ დამავიწყდეს - ნომინაციაში ყველაზე ორიგინალური მოლოცვა გაიმარჯვა გუკლეთილმა და გულუხვმა ფერმერმა, იმედა ბიძიამ:



ერთ-ერთი დასამახსოვრებელი დღე გამოდგა ეს 23 თებერვალი, ბედნიერი და გახარებული ვარ. იმედი მაქვს 2013-შიც ასეთივე ბედნიერი და გახარებული ვიქნები :P

კაthოჩე კარQი იყო..

P.S. ბიდიშს გიხდით ისეთ სიგოიმის ელემენტებზე როგორიც იყო: კაthოჩე, არა გატყუებთ, '' ზავიძენია'', შუტკა 2013 წელზე და პირობას ვდებ, რომ შემდეგ პოსტებში აღმოვფხვრი ამ, ახლადშეძენილ მავნე ჩვევას.

Monday, February 22, 2010

To Do List

ერთ-ერთ ბლოგზე წავაწყდი ვიდეოს რომელმაც ამქვეყნიურ ამაოებაზე დამაფიქრა



ცხოვრება ძალზე ხანმოკლეა და არ ღირს მისი უაზროდ განლევა.. ადამიანმა ყველაფრის ნახვა, დაგემოვნება და გამოცდა უნდა მოასწრო.. ვფიქრობ ცუდი არ იქნებოდა ამ ბუზისთვის ყველას მიგვებაძა და To Do List-ი შეგვედგინა.. ჩემი სია ჯერ სრული არ არის მაგრამ რამდენიმე პუნქტი დამუშავებული მაქვს და მინდა წარმოგიდგინოთ:

  • უნდა მივიდე ჩემს სკოლაში და (პატივ)საცემ დირექტორს, ქალბატონ ირმას უნდ ვუთხრა, რომ ცხვირს დაბლა თუ დაწევს უფრო ადვილად ისუნთქებს, რადგან იქ, ზევით დაბალი წნევაა და ჰაერი გაიშვიათებულია.. ირმა ნანახი რომ გყავდეთ ყველაფერს მიხვდებოდით..
  • უნდა გადმოვხტე პარაშუტით ნებისმიარი მაღალი ადგილიდან ან თვითმფრინავიდან.. მარტო არა, ვინმე ისეთთან ერთან ვისაც გამძლე ყურის ბარაბანი ექნება..
  • უნდა დავლაშქრო რომელიმე მთა ან მწვერვალი, ოღონდ არა ქვების გორაკი ეზოში ან მთაწმინდა..
  • უნდა გადმოვხტე ტროსით ხიდიდან, ნუ აქ ვინმესთან ერთად გადმოხტომა არ გამოვა, ამიტომ მომიწევს საკუთარი ყურების დახშობა რამე საშუალებით.


ესეც ასე 4-ზე შევჩერდები, ოთხჯერ ორი რვაა, რვა ჩემი ბედნიერი რიცხვია.. ამაზე ღრმა ლოგიკას ნუ მომთხოვთ თევზი ვარ მაინც..


ვიდეოს წყარო: sjobs.ge

Wednesday, February 17, 2010

მარაზმი


თავისუფალი ვარ.. ბევრი დრო მაქვს და ცოტა საქმე.. დროის უმეტეს ნაწილს ინტერნეტში ვატარებ.. ვკითხულობ უამრავ პოსტს სხვადასხვა ბლოგზე.. ერთი რაღაც შევნიშნე, დავფიქრდი და მინდა ამაზე დავწერო.. რატომ არ არსებობს ისეთი პოსტი სადაც სიტყვა მარაზმი არ არის გამოყენებული? ყველა რატომ წერს ქართულ ტელესივრცეში, ინტერნეტსივრცესა და საერთოდ, ზოგადად საქართველოში გამეფებულ მარაზმზე? ნუთუ არ შეიძლება ყველამ თავის საქმეს მიხედოს და სხვების დაცინვასა თუ გაკრიტიკებას შეეშვას.. არა კრიტიკა თავისთავად საჭირო და აუცილებელია, მაგრამ გააჩნია როგორ იქნება დაწერილი და ვის მიერ..
ქუჩაში, მეგობრების წრეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში იმდენად ხშირად მესმის სიტყვა მარაზმი, რომლის მნიშვნელობა დარწმუნებული ვარ მხოლოდ ერთეულებმა იციან, რომ უკვე ეს სიტყვა მეჩვენება თვითონ ''მარაზმად''..

გადავწყვიტე ავხსნა რას ნიშნავს მარაზმი:

მარაზმ-ი [ბერძ. მარასმოს მოუძლურება, მოშვება] – 1. ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური მოქმედების სრული დაქვეითება მოხუცებულობის ან ხანგრძლივი ქრონიკული ავადმყოფობის შედეგად. 2. (გადატ.). უილაჯობა, უუნარობა (მეცნიერებაში, ხელოვნებაში, პოლიტიკაში და სხვ.).

პიროვნების დაშლა (მარაზმი) ვლინდება კონტაქტების მოშლით გარშემომყოფებთან, მოუწესრიგებლობით, გაუმაძღრობით, რაც შერწყმულია კახექსიასთან. ავადმყოფები უმწეონი, საწოლზე მიჯაჭვულნი არიან. გარდა ფსიქიკის აღწერილი უხეში დარღვევებისა, გამოყოფენ აგრეთვე ნეგატიური ცვლილებების მსუბუქ ფორმებს. მათ საწყის გამოვლინებებს მიეკუთვნება ასთენიზაცია, ფსიქოპათიური ცვილებები. პიროვნების დონის დაქვეითებისას გარდა მომატებული გადაღლილობისა და გამაღიზიანებელი სისუსტისა, აღინიშნება აგრეთვე ფსიქიკური აქტიურობის ზოგადი დაქვეითება, ინტერესთა წრის შეზღუდვა, ინდივიდუალური დამახასიათებელი თვისებების ნიველირება.

დიდიხანი არ არის რაც მარაზმი სიგოიმესთან ასოცირდება ბევრისთვის, მაგრამ იმ ადამიანებს ვისაც ეს ასოციაცია აქვთ თვითონ სიტყვა ''სიგოიმე'' ''მარაზმი'' გონიათ.. ვფიქრობ სიტყვა ''მარაზმი'' მეტად შეურაცხმყოფელია და არ ღირს მისი ასე ხშირად და ყველას მიმართ გამოყენება..

ამ პოსტით იმედია ბევრი გაიგებს (ერთ-ორი მაინც) მარაზმის ჭეშმარიტ მნიშვნელობას და ყოველ წინადადებაში არ გამოიყენებს მას..



Thursday, February 11, 2010

Christophe Gilbert

Christophe Gilbert დაიბადა ბრიუსელში 1962 წელს. იგი საკუთარ თავს მარადიულ მოსწავლეს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ფოტოგრაფიაში მთავარი იდეაა.
Christophe Gilbert-მა დაიწყო თავისი კარიერა 1980 წელს ასისტენტად მანქანების ცნობილ ფოტოგრაფთან, სადაც აღმოაჩინა თუ როგორ შეუძლია შუქმა შთაბეროს სიცოცხლე მეტალის ნაჭერს. ის მალე მიხვდა რომ ფოტოგრაფიაში მთავარი იყო არა გადაღების ტექნიკა, არამედ ხედვა, რათა საინტერესო ფოტოები შეექმნა.
Christophe Gilbert გადაერთო სარეკლამო ფოტოგრაფიაზე, რასაც წინ უძღოდა იმის შეცნობა რომ : '' მთავარი ის კი არა არის რას ხედავ, არც ის თუ როგორ ხედავ ნივთებს, მთავარია როგორ გინდა გამოიყურებოდნენ ისინი.'' მას სჯერა, რომ უწვრილესმა დეტალმაც კი შეიძლება გამოიწვიოს უდიდესი ცვლილება, ამიტომაც მისი მიზანია შექნას სრულყოფილი სურათები.





























i'm free


გუშინ ჩავაბარე ბოლო გამოცდა.. განვთავისუფლდი მუდმივი დაძაბულობისგან და სიზარმაცის დაძლევის სურვილისგან, რომელიც ყოველდღე გადასალახი მქონდა ამ უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე.. შემოვედი ჩემს ბლოგზე, რომელსაც როგორ ვატყობ არავინ კითხულობს.. რაღაც უნდა დამეწერა და აი ვწერ:
საზეიმოდ ვაცხადებ რომ ვუბრუნდები აგნოსციტიზმს 1 მარტამდე.
მერე ვნახოთ, მემგონი მომიწევს მაინც ყველაფრის შეცნობა, იმის შეცნობაც რაც მინდა და მაინტერესებს და იმის შეცნობაც არ მინდა და არ მაინტერესებს.. მოკლედ მოვრჩები ახლა ფილოსოფიას და რამე სასარგებლოს გავაკეთებ.. ოღონდ რას ჯერ არ ვიცი.