Monday, March 22, 2010

დიჰიდრომონოქსიდი

მინდა დავწერო რიგ გარეშე პოსტი, საერთოდ არ ვაპირებდი რამის დაწერას, მაგრამ ახლა შემთხვევით წავაწყდი ჩემს მიერ ნათარგმნ ერთ სტატიას. ძალიან საინტერესო და სახალისოა. წაიკითხეთ. დამიჯერეთ არ ინანებთ.


90-იანი წლების დასაწყისში ერთმა პოპულარულმა მეცნიერულმა, ამერიკულმა, ჟურნალმა გამოაქვეყნა ასეთი სტატია:
,,უკანასკნელ ხანებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს წყლის დაბინძურება საშიში ქიმიკატით. ეს ქიმიკატი უფერო, უგემო, უსუნოა და სრულად იხსნება წყალში. მთავრობამ არ მიიღო ზომები ამ პრობლების მოსაგვარებლად. ამ ქიმიკატის სახელწოდებაა დიჰიდრომონოქსიდი. ქიმიკატი გამოიყენება შემდეგი მიზნებისათვის:

• გამხსნელ და გამაგრილებელ საშუალებად წარმოებაში;
• პენოპლასტის წარმოებაში;
• ცეცხლსაქრობებში;
• ბევრ ქიმიურ და ბიოლოგიურ ლაბორატორიაში;
• პესტიციდების წარმოებაში;
• დამატებად ე.წ. JUNK-FOOD-ში (არაჯანსაღი საკვები) და სხვა პროდუქტებში.


ქიმიკატის მიერ გამოწვეული საშიშროებანი

• ქიმიკატი მონაწილეობს მჟავურ წვიმაში;
• აჩქარებს კოროზიას და აზიანებს ელექტროსადენების უმრავლესობას;
• ქიმიკატის მყარ ფორმასთან დიდი ხნის ურთიერთობისას შესაძლოა ადამიანს კანი დაუზიანდეს;
• ქიმიკატის აირად მდგომარეობასთან კონტაქტი იწვევს დამწვრობას;
• მისი, თუნდაც მცირე რაოდენობის, შესუნთქვა იწვევს სიკვდილს;
• ქიმიკატი აღმოჩენილია ავთვისებიან სიმსივნეში და მსგავს დაავადებებში;
• ქიმიკატი იწვევს მასზე დამოკიდებულებას, შეკავების შემთხვევაში მსხვერპლი იღუპება 168 საათში;

• წყლის არცერთ ფილტრს არ შეუძლია მთლიანად გაასუფთაოს წყალი ამ ქიმიკატისაგან;

მიუხედავად ამ საშიშროებისა, ქიმიკატი აქტიურად და დაუსჯელად გამოიყენება ინდუსტრიული გიგანტების მიერ. უამრავი კორპორაცია ყოველდღიურად ღებულობს ტონობით ქიმიკატს, მიწის ქვევით არსებული მილებიდან. ამ ქიმიკატთან მომუშავე ხალხი, როგორც წესი, არ იღებს სპეცტანსაცმელს და ინსტრუქტაჟს. ტონობით გადამუშავებული ქიმიკატი იღვრება მდინარეებსა და ზღვებში. ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას გამოიჩინოს კეთილგონიერება და წინ აღუდგეს ამ საშიში ქიმიკატის მომავალში გამოყენებას.”
ერთი კვირაში სტატიამ გამოიწვია ფურორი მოსახლეობაში. ათასობით მომიტინგე გამოვიდა პლაკატებით, მოთხოვნით დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ დიჰიდრომონოქსიდის გამოყენება ყოველდთღიურად. ერთ-ერთი მერობის კანდიდატი ალისო ბიეჯო (შტატი კალიფორნია) სიტყვითაც კი გამოვიდა და დადო პირობა, რომ აკრძალავდა ამ ქიმიკატს მისი არჩევის შემთხვევაში.
სიმართლე გაირკვა. სტატიის ავტორი გაანთავისუფლეს რედაქციიდან, მერმა წააგო არჩევნები, ჟურნალს სასამართლოში უჩივლეს, მაგრამ მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან რაც სტატიაში დაიწერა სრულ სიმართლეს წარმოადგენდა.


დიჰიდრომონოქსიდი, იგივე H2O, არის უბრალო სამელი წყალი.

0 comments: