Sunday, August 1, 2010

გადავბარგდი

საბოლოოდ გადავბარგდი.
მეზარება იქაც და აქაც ერთი და იგივე პოსტები წერა.
აკვარიმს ვტოვებ, შემოვივლი ხოლმე. თევზებს ვერ ვაშიმშილებ.
შორს არ წავსულვარ. შემომიარეთ ხოლმე.


tevzi.wordpress.com

Thursday, July 29, 2010

სიზმარი: ბეწვი

მივრბივარ, ალბათ ისე როგორც ლოლა.
შემამაჩნია ანიამ და გამომეკიდა, ეტლით.
მე ვერ ვამჩნევ და გავრბივარ.
შევდივარ შენობაში, სადაც სანთლის შუქია, ოთახის ბოლოში დგას მაგიდა, რეგისტრატურაა. მაგიდის უკან პატარა კარი. მე დაუკითხავად მივდივარ კარისკენ, ვაღებ კარს, რომელიც მუხლებამდე მწვდება, ვიხედები შიგნით და ვხედავ ძალიან დიდ სტადიონს, მზე ანათებს, ქონდრის კაცები მიდი-მოდიან. ჩემს დანახვაზე ყველა ჩემსკენ მოდის. ამ დროს ანიაც დამეწია. უცებ ვიღაც ბიჭი შემოვიდა, რომელიც ძიუდოს კლუბს ეძებდა. ჩემზე პატარა იყო, მაგრამ მაინც შემიყვარდა. გამოვედით ხელიხელჩაკიდებულები და დავიწყეთ ძიუდოს კლუბის ძებნა, თუმცა მე რატომღაც მეგონა, რომ როკ-კლუბს ვეძებდით.
სადღაც გაქრა, მე მარტო დავრჩი და შევხვდი ჩემი კლასელის ძმას, იმ კლასელის რომელიც დედის ერთაა. ეს მაღალი, ქერათმიანი, ცისფერთვალება ძმა ცდილობდა თავი მოეწონებუნა ჩემთვის, მე მეზიზღებოდა, ვცდილობდი თავიდან მომეშორებინა და ბოლოს გამოვიქეცი.
საღამოა და სიზმრის დახურვაა, ფოიერვერკი. მოვიდა ძიუდოს კლუბის მაძებარი, ცისფერმაიკიანი, ხუჭუჭთმიანი ბიჭი ჩამეხუტა და მე დავმშვიდდი.
რა დასაწერი ეს იყო, მაგრამ ამ წუთას მოვჩი ფილმის ყურებას, რომელსაც ისეთივე სუნი ქონდა როგორც ჩემს სიზმარს, თავისი ქონდრის კაცებით, ფოტოგრაფით, გულის ამრევი ლამაზმანებით და პატარა კარით, რომელსაც თუ გააღებ ყველაფერს ჩაწვდები, მთავარია არ შეგეშინდეს.

Monday, July 19, 2010

არალეგალურია თევზს დაალევინოთ ალკოჰოლი


არ მასვენებს ფიქრი ამ სულელურ კანონებზე, თვალი გადავავლე რამდენიმეს და გამაოცა კანონმა: არალეგალურია თევზს დაალევინოთ ალკოჰოლი. ზუსტად არ ვიცი სად, რომელ შტატშია ეს კანონი გამეფებული, მაგრამ ნამდვილად ერთ-ერთ ამერიკულ სიბრძნეთაგანია.
ეხლა შევეცდები ავხსნა ეს სულელური კანონი და თევზის თვალით დაგანახათ.
ერთი შეხედვით ყველას შეიძლება ეგონოს რომ ეს კანონი შეთხზა თევზებზე მზრუნველმა, ბუნების დამცველმა. თევზების ბედ-იღბლით შეშფოთებულმა ადამიანმა. მაგრამ მე რის თევზი ვარ ამ ადამინის ბოროტ განზრახვას რო ვერ ჩავწვდე. საქმე იმაშია რომ ეს ადამიანი თევზების მტერია, არა იმიტომ რომ თევზებს დალევა უყვართ, ის კი ამის აკრძალვას ცდილობს, არა. იმიტომ, რომ იგი მეთევზეა. გაგიკვირდათ? ან მე საიდან ვიცი? ვიცი. მოკლედ რაში დასჭირდა ამ ადამიანს თევზებზე ''ზრუნვა''. პირდაპირ გეტყვით, შელამაზების გარეშე: მას სურს თევზებზე დინამიტით თევზაობა, ალბათ გაგიგიათ, ჩააგდებ დინამიტს მდინარეში და რამდენიმე წუთში ზედაპირზე ასეული თევზი ტივტივებს.

ყველაფერი სწორედ ასე მოხდებოდა წინა ღამით თევზებს არალეგალურად ალკოჰოლი რომ არ ეყიდათ ვინმე ვანიასგან. ვანია ვინაა და რას საქმიანობს ეგ ცალკე საკითხე, ეგ არაა ეხლა ჩვენთვის პირველხარისხოვანი. ალბათ იცით სპირტისა და ცეცხლის ურთიერთქმედებით რა შეიძლება მოხდეს, იგივე მოხდა მთვრალი თევზებისა და დინამიტის მოქმედებით. ნავი ცაში აიჭრა და დასახიჩრებული ბატონი კანონმდებელი აღმოჩნდა საავადმყოფოში. რამდენიმე თვის შემდეგ კი გამოვიდა ვითომ თევზების დამცველი და შეთხზა ეს ერთი შეხედვით არაფრის მთქმელი კანონი. ეს კაცი იყო ძალიან გავლენიანი და არ გაუჭირდა თანამოაზრეების შეგროვება, ასე აღმოჩნდა ეს კანონი ამერიკის რომელიღაცა შტატის კანონმდებლობაში.
ალბათ დაგაინტერესებთ საიდან ვიცი მე, რიგითმა თევზმა ეს ამბავი. გაგიმხელთ, რამდენიმე დღის წინ ვიყავი შორეული ახლობლის გასვენებაში, ზვიგენმა შეჭამა საჭყალი :( მერე ეს ზვიგენი მოუძებნიათ ნათესავებს (სვანეთიდან არიან წარმოშობით) და შურის ძიების მიზნით დაუწვავთ. ჩვენ კი ამ ზვიგენის და მაშასადამე გამბუზია ბაბუას ფერფლს დავტიროდით ;(

Sunday, July 11, 2010

PhotoFantasy: Abbey Road

რაღაც სიახლე მჭირდება სასწრაფოდ.
00:22-ია ვერაფერს მოვიმოქმედებ გარდა პოსტის დაწერისა, ყველა ფინალს უყურებს, რაღაც მეტს ველოდი მე ამ ჩემპიონატისგან, არადა თავიდან როგორ ვემზადებოდი, ყველა შეხვედრის ყურებას ვაპირებდი და.. ნუ მოკლედ არ მაინტერესებს ჰოლადნია:ესპანეთი.

ეხლა სიახლეს რაც შეეხება მინდა ბლოგს ახალი განყოფილება დავამატო PhotoFantasy. ავირჩევ ნებისმიერ ფოტოს და მოივიფიქრებ რამე ისტორია, ხშირად ვაკეთებ ამას ცხოვრებაში, ჩაწერა არასდროს მიცდია ვნახოთ რა გამოვა. Kate შენს მეტი შემს ბლოგს მაინც არავინ კითხულობს, ასე რომ შენ მოგმართავ:
იმედია მოგეწონება ჩემო მკითხველო.


დარწმუნებული ვარ ყველამ იცის Beatles-ის მეთერთმეტე ალბომის A
bbey Road
-ის ფოტო. ვფიქრობ ამაზე ბევრი საინტერესო ამბის მოფიქრება შეიძლება. როდესაც უყურებ და ყვები ადვილია, მაგრამ ესე ჩამოყალიბებულად დაწერა ძნელი ყოფილა. რო გამიადვილდეს კითხვებს დავსვამ და შევეცდები ვიპოვო პასუხი.პირველი რაც დაგვაინტერესებს ალბათ იქნება სად მიდიან. შემდეგი დაკვირვებით მივხვდებით რომ ალბათ მეტად მნიშვნელოვან საქმეზე, ოთხივე ძალიან სერიოზული და მოტივირებულია, ანუ იციან რა უნდათ და სადაც მიდიან.შემდეგი ეტაპი თითოეულის ცალცალკე განხილვა იქნება, როგორი გამომეტყველება აქვთ რა აცვიათ, მაკარტნის სიგარეტი უჭირავს, რაღაცაზე ნერვიულობს და აი, ევრიკა ერთი ხელჩასაჭიდი გვაქვს მაკარტნი ფე
შიშველია.

დავინახე თუ არა მთელი ისტორია თვალწინ დამიდგა, ყველაფერს მივხვდი ეხლა ისღა დამრჩენია თქვენ მოგაწოდოთ.

მაკარტნის ფეხსაცმელი გაეხა, ან მოპარეს ეს უფრო რეალურია. ბევრი ინერვიულა (სიგარეთი ხელში) ფეხსაცმლის სხვა წყვილი თან არ ჰქონდა. რა დარჩენოდა გადაწყვიტა საყიდლად თავად წასულიყო, მაგრამ მეგობრები რისი მეგობრები არიან ჭირში თუ არ დაგვეხმარნენ. ჰარისონმა შესთავაზა ჩვენ წავალთ და გიყიდითო, მერე რინგო ჩაერთო ჩვენ რო ვუყიდოთ და არ მოერგოს რა გავაკეთოთო? ლენონმა როგორც იქნა ხმა ამოიღო და ასე მოიფიქრა ყველა ერთად წავიდეთ, ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის თუ როგორც არისო, იტოგში ჩვენც გამოგყვებითო რა.

გაუდგნენ გზას.

მაგრამ სად იყო და სად არა პაპარაცებმა შეამჩნიეს და ფოტოები გადაუღეს. ხოჭოები არ აღელდნენ, არ აყვნენ ნერვებს და ოლიმპიური სიმშვიდით ჩაიარეს ქუჩა. სწორედ ამ დროსაა ეს ფოტო დაფიქსირებული.
მაკარტნიმ რა თქმა უნდა იყიდა ფეხსაცმელი და გააგრძელა თავისი ვარსკვლავური ცხოვრება.

ეს ყველაფერი თქვენ ალბათ სისულელე გგონიათ მაგრამ მე ამას მხოლოდ ამ ფოტოს ნახვით ვერ მოვიფიქრებდი. უნდა გაგიმხილოთ: მე მეორე ფოტოც მაქვს ნანახი, ახლა თქვენც ნახეთ და ყველაფერს მიხვდებით.


დასკვ
ას ასეთს გამოვიტან: ოთხი ხოჭო გადავიდა ქუჩაზე, მათ იყიდეს ფეხსაცმელი მაკარტნისთვის და და გადმოვიდნენ უკან.

ეს იყო და ეს, იმედია მოგეწონათ ჩემი
PhotoFantasy
-ა.

გისურვებთ წარმატებებს, ფეხსაცმელი ნუ დაგაკარგვინოთ განგებამ ნურასდროს.





Thursday, July 8, 2010

Old Tbilisi Identity and Spirit

გუშინ, 7 ივლისს, იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დღე. სხვა გზა არაა, აუცილებლად უნდა დავწერო ამის შესახებ. ჩემი ფოტო გამოფინეს გოეთეს ინსტიტუტში ჩატარებულ კონკურსზე ''ძველი თბილისის იდენტობა და სული''.
ყველაფერი კი აი როგორ დაიწყო...
ჩემმა ერთ-ერთმა ინტერნეტ მეგობარმა MY DECEMBER (იგივე ნიკოლოზ ჟორჟიკაშვილი) მითხრა, რომ FB-ზე ჯგუფში ''Old Tbilisi Identity and Spirit'' დევს ფოტო, რომელიც ჩემს ერთ-ერთ ფოტოს ძალიან გავს, გადავედი ამ ჯგუფის გვერდზე, დავათვალიერე და მეც ავტვირთე ჩემი ფოტოები. რამდენიმე კვირის შემდეგ მომიდა წერილი ამ ჯგუფიდან, რომელიც მე მორიგი სპამი მეგონა, გავხენი, მაგრამ არ წამიკითხავს. იმავე დღეს მომწერა ჩემმა მეგობარმა და მითხრა, რომ თავისი მონაცემები გაუგზავნა ჯგუფის ორგანიზატორებს და მე მკითხა გავაგზავნე თუ არა. მე, როგორც ნამდვილი ტუგადუმი თევზი სწორედ მაშინ მივხვდი, რომ თურმე კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას. დიდხანს ვიორჭოფე გამეგზავნა თუ არა საკონტაქტო ინფორმაცია, ბოლოს მივხვდი, რომ არაფერს ვკარგავდი და გავაგზავნე. რამდენიმე დღეში დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი ფოტო შეირჩა გამოფენისთვის და დიდი ზომა, საბეჭდი ვერსია უნდა გამეგზავნა მათთვის. რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა, ასე მემგონი კაი ხანია არაფერი გამხარებია, მაგრამ უცებ თავში დამარტყა, რომ დიდი ზომა არ მქონდა. კიდევ კარგი ვიპოვე დიდი ზომის დაუმუშავებელი ვერსია და დავიწყე მისი გამუშავება. თავად იხილეთ:


დაახლოებით ორ საათში გავაგზავნე. გუშინ კი ვიხილე გამოფენაზე, კედელზე ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილას.

მოკლედ ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ რომ ჩემთვის ეს ძალიან დიდი წარმატებაა, 300-მდე ფოტოდან შეირჩა 50-მდე და ერთ-ერთი იყო ჩემიც. თან არ დაგავიწყდეთ, რომ მე არავითარი განათლება არ მაქვს ამ სფეროში მიღებული, ვიღებ ჩემთვის და ჩემს ჭიას ვახარებ, ძალიან ცოტას მოსწონს ის სტილი, რომელიც ჩემთვის ჰაერივითაა. როცა მინიმალისტურ ფოტოებს ვუყურებ, ყველაფერი მავიწყდება და ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ.
ვსიო ეს იყო და ეს, ეხლა წავედი ფარმქიმია მაქვს სასწავლი.


Wednesday, June 30, 2010

შოთას რა ბრალია?!

რუსთაველმა ბავშვებს უთხრა:
''ვინც მაგინებს შტერიაო,
ეს პოემა მე სკოლისთვის
კი არ დამიწერიაო.''

smiles

Sunday, June 20, 2010

წინასაახალწლო ბოდვა.

გთავაზობთ ჩემს ტოქსიკოლოგიური ქიმიის რვეულში დღეს გაკეთებულ ჩანაწერს:

''სევოდნია 20-ოე იუნია ი ია დუმაიუ ჩტო ია ს ლიხკა სრიხნულას, აბა რას მივაწერო ეს ბოდვა, პაჩემუ მნე ზახატელოს ეტო ნაპისატ?! ია ნე პანიმაიუ სებია, ია დუმაიუ შტო ია შევძლებუიუ პონიატ ტოქსიკოლოგნუიუ ხიმიუ?!



სეიჩას თვრამეტი საათი ი დვაცატ პიატ მინუტ ი უ მენია სევოდნია იშო ნადა ნაუჩიტსია სტო ტესტ, ნო უ მენია უჟე ნეტუ მოზგ, არა იესტ (გავაგზავნი კოსმოსში, რა იცი რა ხდება).
პოკა ია ჟივა უ მენია იესტ ი ბუდეტ მაზგი, პოეტამუ ია დალჟნა სეიჩას პრიკრატიტ ეტოტ დომხალ ი ბოდვუ ი გაგრძელებავატ უჩენიე ტოქსიკოლოგნუიუ ხიმიუ, იესლი ნა ეტოი პლანეტე იესტ ტაკოი ჩელავეკ კტო ნიკაგდა ნე უვედიტ ეტოტ ჩანაწერ ია ბუდუ რადა, პოტომუშტო ეტა ბუდეტ ზნაჩიტ შტო ესტ ჩილავეკ კტო ნე ზნაეტ მაიო უგზოუკლოვნუიუ დებილავანიე.
ვსიო უჯე თვრამეტი საათი დვაცატ ვოსემ მინუტა, ია მოგუ სკაზატ ჩტო ია დასვენებავალა ი მოგუ მიბრუნდებავატ კ მეტაფოსუ, დიქლორფოსუ, პაქიკარპინუ, დიქლორეთანუ ი დანარჩენუ იდიოტნუიუ ტოქსიკოლოგნუიუ ხიმიუ.
დასვიდაია.

ჰა, ჰა, ჰა.. პრიკოლნა.
უი ჩუტ ნე ზაბილა ს ნოვიმ გოდამ.''

Friday, June 11, 2010

Miriam Makeba

ეხლა გამახსენდა მირიამ მაკება და გული დამწყდა,რომ მასზე პოსტი არ მაქვს დაწერილი. ძალიან მომწონს.
მირიამ მაკება იგივე მამა აფრიკა იყო სამხრეთ აფრიკელი მომღერალი და ამავე დროს სამოქალაქო უფლებების დამცველი.ჯაზისა და ტრადიტიული აფრიკული მუსიკის ნაზავი მის მუსიკაში დღესაც იზიდავს უამრავ მელომანს. მის ჯილდოებში საპატიო ადგილი უჭირავს გრემის.
იგი დაიბადა იოჰანესბურგში 1932 წელს. მაკებამ თავისი კარიერა დაიწყო 1950 წელს აფრიკულ ჯგუფ Manhattan Brothers-სთან ერთან, შემდეგ კი ჩამოაყალიბა საკუთარი ბენდი - Sylarks . სანამ წარმატებული და ცნობილი შემსრულებელი გახდებოდა იგი რამდენიმე დოლარს იღებდა თითო სიმღერაში. გარდაიცვალა 76 წლის ასაკში, 2008 წლის ნოემბერში.
თუ სურვილი გექნებათ შეგიძლიათ მოუსმინოთ რამდენიმე გაჰიტებულ სიმღერას, მისი შესრულებით.




Thursday, June 10, 2010

Koi FISH


ამ ბოლო დროს დამაინტერესა ტატუებმა და მათმა მნიშვნელობამ, არა მგონია გავიკეთო თუმცა სურვილი მაქვს. რატომღაც თევზის ტატუზე შევაჩერე არჩევანი, თუმცა სანამ უშუალოდ მასზე წავაწყდებოდი ინფორმაციას უარავი სტატია წავიკითხე, ზოგადად თევზის სიმბოლიკაზე.
ბევრი ანტიკური სამყაროსთვის თევზის სიმბოლო ასოცირდებოდა პირველ რიგში წყალთან, დედასა და უდიდეს ქალღმერთთან.

თევზის სიმბოლო პირველად გვხვდება ჩვ. წ-მდე 6000 წელს ჩრდ. ევროპის ერთ-ერთ გამოქვაბულში, უფრო მოგვიანებით ინდურ კერამიკაზე, რაც მიუთითებს მის ანტიკურობასა და დიდ პოპულარობაზე ძველა სამყაროში.
რაც შეეხება თევზის ტატუს, არსებობს თევზის ტატუს უამრავი სახესხვაობა, მისი უამრავი სახეობიდან გამომდინარე, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს, ჰოროსკოპის ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მცურავი თევზები და იაპონური ლეგენდის გმირი თევზი KOI.

იაპონური ლეგენდის თანახმად თევზი KOI მიცურავს დინების საწინააღმდეგო მიმართულებით, რათა გადალახოს დრაკონის კარიბჭე ყვითელ მდინარეზე და თავად გადაიქცეს დრაკონად. KOI Fish-ს მოაქვს იღბალი, გარდა ამისა იგი ასოცირდება ამბიციასთან და თავგადასავალთან, წარმატებასთან და უდიდეს სიძლიერესთან.
მართალი გითხრათ მე დიდად არ მომწონს KOI Fish-ი, ჩემთვის იგი გადატვირთულია, მე კი, ალბათ გეცოდინებათ, რომ სიმარტივე და სისადავე მიზიდავს.
ძალიან საინტერესოა სხვადასხვა სახეობის თევზის მნიშვნელობა, თუმცა თავს არ შეგაწყენთ, თუ დაინტერესდებით დაწვრილებით აქ იხილეთ.

Sunday, June 6, 2010

Auf Wiedersehen!

ცოტა ხნით.





ნეტა ვინმე მიხვდება?!

Sunday, May 23, 2010

ERIC MARRIAN

ჩემი ცხოვრების დევიზია ყველაფერი გენიალური მარტივია. ფოტოგრაფიაშიც ჩემი საყვარელი მიმდინარეობა მინიმალია, მარტივი და ამავდროულად გენიალური. მეც ცოტ-ცოტას ვცდილობ და გამომდისსავით, ერთი-ორი სურათი მომწონს ყოველშემთხვევაში. ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან დამაინტერესა NUDE ფოტოგრაფიამ. ვერც კი წარმომედგინა თუ ამ ორი მიმართულების გაერთიანება შეიძლებოდა. მაგრამ ჰოი საოცრებავ, დღეს ნამდვილი აღმოჩენა გავაკეთე და ERIC MARRIAN-ის NUDE-MINIMAL ფოტოებს წავაწყდი და გავოგნდი, აი ეს არის ნამდვილი ხელოვნება გავიფიქრე და პოსტი რომ არ დამეწერა არ შემეძლო.

თავად შეაფასეთ:






















Wednesday, May 19, 2010

Rod Guen's Girls



















Monday, May 17, 2010

10:9 ანუ ფარჩაკი მხარვრების შემოქმედება.

17 მაისი. დამეზარა უნივერსიტეტში წასვლა. მე და ჩემი თანასექტელი თეკინიო გავუდექით გზას, ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, ბევრი ვიარეთ.
მერე გადავწყვიტეთ შეგვესვენა და მივაკითხეთ ჩვენს ე.წ. ''სოკოს ბაღს''. რაოდენ გულის ამაჩუყებელიც არ უნდა იყოს წვიმის პირველი სერია იქ, პირველი წვიმის ბაღში, ვიწვნიეთ.


პირველი წვიმის ტო ისწ სოკოს ბაღი :) ვავა :((( ფარჩაკი მხატვრების შემოქმედება

კვლავ ავირჩიეთ ცხოვრების მოძრავი წესი და გადავწყვიტეთ ახალი ხიდი გვენახა, მშვიდობის. დაახლოებით ამ დროისთვის უკვე დავიწყეთ მიხვედრა, რომ დღეს უბანძესად ვღადაობდით და ისიც გაგვახსენდა, რომ დღეს ლუზერთა საერთაშორისო დღეა (ყველა ლუზერს გილოცავთ, ჩემი თამადობით). ამასთან დაკავშირებით ჩავრთეთ ბანძ-ღადაობა საზომი და ავიწყეთ ათვლა, რატომღაც თეკინიომ აიჩემა რომ გამარჯვებული ნაკლები ქულების მქონე მოასპარეზე უნდა გამხდარიყო, მე ამასთან დაკავშირებით პროტესტი გამოვთქვი, იმიტომ რომ უკვე ბლომად მქონდა ქულები დაგროვილი, თუმცა ჩემი პროტესტი მიიფარცხა მთაწმინდელი ქვეშაფსია ქილერის მიერ.

ხო მართლა არ დამავიწყდეს ყველა ადგილას სადაც გავჩერდით, პატარა თანაჩანახატი გავაკეთეთ. პარალელურად გთავაზობთ მათ.

ახლა კი დავუბრუნდები მშვიდობის ხიდს.
იქამდე ცოტა ხნით აბანოებთანაც შევისვენეთ. პატარა ჩანახატის გასაკეთებლად.


ძველი თბილისური ვოიაჟი (ფარჩაკი მხატვრების მე-2 გაჩერება)

მშვიდობის ხიდი: ძალიან მომეწონა მოაჯირებზე წვრილი განათება, მაგრამ რაღაც ნამეტანი ყანყალებდა (შეიძლება ჩვენ მოგვეჩვენა, მაგრამ აშკარად არ ვიყავით მთვრალები), როგორ იქნა გავასწარით.
იმ დროისთვის წვიმის მეორე სერია დაიწყო, ჩვენც ამაყად შევხვდით მას და ამჯერად უკვე შარდენის ქუჩის პირდაპირ რო ბაღია, სახელი არ ვიცი, იქ აღმოვჩნდით.


წვიმს და მეტი აღარ შეგვიძლია :(( გვისველდება შედევრი :)) 4:4 ( 5:4 უკვე)

ცოტა დრო გავიდა, თუ ბევრი დრო გავიდა, ბევრი დრო გავიდა. წამოვედით და ჩვენს ოო დიდ თანასექტელ თიკინიოს ძღვენი მივართვით. თიკინიო (მწვანე კალია, ე.წ. დეიდა) იმდენად ყმაყოფილი დარჩა, რომ საღამოს ათ საათამდე სინთეზატორი ვერ გამოვგლიჯეთ ხელიდან, იმღერა მაგრამ რა იმღება, ვიმღერეთ, მაგრამ რა ვიმღერეთ, ვიმღერეთ. სულ ეს იყო, მერე სახლში წამოვცუნცულდი და ეხლა ამას ვჯახირობ.

თიკინიო და თეკინიო იქა, თაკინიო აქა.

Ben Heine

Ben Heine არის ბელგიელი მხატვარი, ილუსტრატორი, კარიკატურისტი და ფოტოგრაფი.
Ben Heine-ს შემოქმედების მცირე ნაწილი:
























მეტი შეგიძლიათ იხილოთ:
Flickr-ზე
Deviantart-ზე
მის პირად ვებგვერდზე