Wednesday, April 28, 2010

''ამერიკული სიბრძნე''

ალბათ ყველას გსმენიათ ამერიკის ზოგიერთი შტატის ცოტა არ იყოს სულური, სახალისო და ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი კანონების შესახებ. ხშირად ვიცინით, ხუმრობა გვგონია და წარმოუდგენლად გვეჩვენება. ვცდილობთ ახსნა მოვუძებნოთ ვის დასჭირდა ამა თუ იმ კანონის შემოღება და ასეთი სასაცილო სასჯელის დაწესები.
გადავწყვიტე მოვიძიო რამდენიმე კანონი აშშ-ს კანონმდებლობიდან და შევეცადო ავხსნა, განვმარტო და თევზის თვალით დაგანახოთ ''ამერიკული სიბრძნე''. მაშ ასე დავიწყებ :
მიჩიგანში ქმრის ნებართვის გარეშე ცოლი თმას ვერ შეჭირის.
ამის წაკითხვისთანავე ჯერ გამიჩნდა ფემინისტური პროტესტი: და ქმარს რატომ შეუძლია ცოლის ნებართვის გარეშე თმის შეჭრა. შემდეგ დავფიქრდი ნუთუ სამართლიანობითა და თანასწორობით გამორჩეულ ქვეყანაში ირღვევა ნების თავისუფლად განხორციელების უფლება, გენდერული თანასწორობა. მერე რა, რომ ქალია, თანაც ამერიკელი, ნუთუ არ შესწევს უნარი თმის შეჭრის შესახებ რაციონალური და გააზრებული გადაწყვეტილება მიიღოს?



ეს ჩემი ფილოსოფია იქით იყოს და ნეტა რა სასჯელს დაუწესებენ თმაშეჭრილ ქალბატონს, რომელსაც თმა უკვე კოჭებამდე წვდებოდა და სიარულში ხელს უშლიდა, ქმარი კი 20 წლის დაღუპული ყავს. რა უნდა ექნა ასეთ ქალს, რომელიც უკვე 65 წლისაა, ცოლადაც არავის მიჰყავს, მისგან რომ ნებართვა აიღოს, სახსრები ისედაც აწუხებს და ახლა კიდევ ეს გრძელი, მძიმე თმა.
ალბათ თქვენ იტყვით შესაძლოა უქმრო ქალებს არ ეხებათ ეს კანონი, მე კი გიპასუხებთ ამ ქალმა არ აიღო ქმრის გარდაცვალების დამადასტურებელი საბუთი, რადგან ეკონიმიკურად უჭირდა რა მის პენსიას უკანონოდ ითვისებდა. შეიძლება არც უჭირდა, მაგრამ სასამართლოზე ხომ ნამდვილად ამით გაიმართლებს თავს. აქ კი მივხვდი, რომ ეს ქალი ნამდვილად იმსახურებს სასჯელს. სახელმწიფოს ატყუებ - ატყუებ, ფულს იპარავ - იპარავ, გრძელი თმა ვეღარ უნდა ატარო? შეირგე რა.
ეს ქალი იმსახურებს სასჯელს. უნდა გასამართლდეს მიჩიგანის კანონის 65,78 მუხლის 3,05 პუნქტის ''ჭ'' შესწორებით სისულელის ჩადენის შესახებ.

ნეტა ვინ შეთხზა ეს კანონი? და როგორ იპოვა იმდენი თანამოაზრე რომ კანონი კონსტიტუციაში შევიდა. მოკლედ ამას ისე ვერ მივხვდებოდი, ისევ ფანტაზიას მოვუხმე: ეჰეჰეიიიიიი ფანტაზია..
მოკლედ ერთ მშვენიერ დღეს პარლამენტარების (თუ ამერიკაში კანონს ვინ იღებს, ჩორტ ეგო ზნაეტ) ცოლები შეიკრიბნენ და სალონში ერთად წავიდნენ. საქმით გათანგული, უაღრესად საჭირო კანონის შემთხზველნი დაბრუნდნენ სახლში და რას ხედავენ: ერთის ცოლს თმა საერთოდ არ აქვს, მეორესას ალაგ-ალაგ აქვს, მესამესას საოცრებები ახატია თავზე, მეოთხესას ვარდისფერი თმა პანკივით აქვს შეჭრილი და ა.შ.



გაოგნდნენ დიდებული, პატივცემული, მთელს ამერიკაში ცნობილი სახელმწიფო მოღვაწენი, ეს რა დაგვემართაო, დალაქს დავიჭერთ და არ გავახარებთ, მაგრამ სანამ ამათ თმა ამოუვათ ის ისევ დაიწყებს თავის საქმიანობასო, ამიტომ შეიკრიბნენ და მოიგონეს კანონი:
ქმრის ნებართვის გარეშე ცოლი თმას ვერ შეიჭრის.
მას შემდეგ კანონი გავიდა დასამტკიცებლად და რა თქმა უნდა ერთხმად დამტკიცდა. მას შემდეგ ქმრები მშვიდად ცხოვრობენ, ცოლები ითხოვენ თმის შეჭრის თავისუფლებას, დალაქები კი მეტ დასაქმებას.



იმედია მოგეწონათ ჩემი ფანტაზიური წიაღსვლა, შემდეგისთვის შევეცდები კიდევ მოგაწოდოთ მსგავსი ისტორიები, მეტი დამაჯერებლობითა და იუმორით.

გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას.
თმის შეჭრის თავისუფლება ნუ მოგიშალოთ ღმერთმა.

Friday, April 23, 2010

Universe

რა არის სამყარო, და რანი ვართ ჩვენ მასთან მიმართებაში.
იცოდით, რომ თითოეულ ჩვენგანს თავში თავისი სამყარო აქვს? არა ეს რათქმა უნდა ყველამ იცის მაგრამ, ის ყველამ არ იცის რომ იგი ზუსტად იმ სამყაროს იდენტურია სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.



რამდენი მსგავსებაა ადამიანსა და მთლიანად სამყაროს შორის, თუნდაც გარემომცველ ბუნებას შორის. შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნათ რატომ აქვს ჩვენს ტვინს ნიგვზის ფორმა, ან თირკმელს ლობიოსი? ან როგორ ქმნის ბუნება ისეთ სიმეტრიულ ფორმას როგორიც ფიფქია, როგორ ახერხებენ ფუტკრები ფიჭის აშენებას, ნაგებობის, რომელიც დღემდე აკვირვებს ადამიანს. როგორ მოქმედებენ ასე შეთანხმებულად ჭიანჭველების კოლონიები, ან როგორ ზიდავენ თავის წონაზე მეტ ტვირთს? რატომ გავს ასე ძალიან ატომის სტრუქტურა მზის სისტემას? როგორ შეიძლება სულ რაღაც 4 ნუკლეოტიდი ისე გადალეგდეს დნმ-ში რომ არცერთი იდენტური ადამიანი არ დაიბადოს? დელფინები ხომ ჩვენზე განვითარებული არსებები არიან, რატომ არ განაგებენ ისინი ჩვენს პლანეტას? ან კი არის სიცოცხლე სადმე სხვაგან, და თუ არის, არის კი ის ისეთი მრავალფეროვანი, როგორიც ჩვენია? იქნებ ყველა ჩვენგანის ტვინში არსებობს დამოუკიდებელი სამყარო თავისი გალაქტიკებით, ვარსკვლავებით და პლანეტებით.



საიდუმლოებით მოცულია ჩვენი სამყარო, პასუხი ჯერ არაფერზე ვიცით, ხოლო საიდულოს საიდუმლო ემატება, და უფრო მეტად ვიკარგებით ტვინის ნეირონებივით დახლართულ ქსელში, რომელიც თურმე ამავდროულად ძალიან გავს სამყაროს.

Friday, April 16, 2010

?

რა/ვინ ვარ?
სად ვარ?
რატომ ვარ?
სად წავალ?
როგორ წავალ?
როდის წავალ?

აზრები აზრებზე.. ფიქრები ფიქრებზე.. როდესმე დამთავრდება? ალბათ არასდროს.. ყოველ დღე ერთი და იგივე, და ვხვდები რომ ყოველდღიურად უფრო ღრმად ვეშვები გაურკვევლობაში.. ვხვდები რომ სრულიად მარტო ვარ.. ან საერთოდ ვაარ? ან ვინ ვარ? იქნებ მე ვარ ცენტრი და ყველაფერი ჩემს ირგვლივ ბრუნავს, იქნებ მთელი სამყარო ჩემი გამოგონილია და ის ხვდება რასაც ჩემი ქვეცნობიერი გადაწყვეტს. ან იქნებ უბრალოდ რომელიმე სხვა არსების რიგითი გამოგონილი მირაჟი ვარ. მაგრამ არა მირაჟს ალბათ არ ექნება ამის შეცნობის უნარი.


რა სისულელეა ეს ყველაფერი.. მინდა გავიგო რატომ? მიზანი რა აქვს ჩემს არსებობას ან ჩემს მოვლინებას, და საერთოდ რა საჭიროა გონიერი, მოაზროვნე არსებების არსებობა სამყაროში, ის ხომ მაინც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.. სამყარო ვითარდება, იზრდება, პატარავდება, იკუმშება და ფართოვდება, მაგრამ ჩვენ? ჩვენი ცხოვრება იმდენად ხანმოკლე, უაზრობადაც კი მეჩვენება ხანდახან, ვის დასჭირდა ჩვენი გაჩენა ან რაში დასჭრდა..


რა პატარა ვარ, რა ცოტაა ჩემი ენერგია, რისი შეცვლა ჩემიძლია.
ალბათ ყველაფრის, თუ მოვინდომებ, უბრალოდ ძალის გამოყენება უნდა ვისწავლო, მიზანი დავისახო და ყველაფერს მივაღწევ, მაგრამ რა? რისთვის? რატომ?

ვფიქრობ და ვგრძნობ საფეთქლებზე ყრუ ტკივილს, ვცდილობ შევწყვიტო ეს ყველაფერი, მაგრამ არ გამოდის..
გამოსავალს ვეძებ. ჯერ არ ჩანს. თმა ქერად ხომ არ შევიღებო? ამბობენ ქერები არ ფიქრობენო :))

ვინ ვარ?
ჭიანჭველა უზარმაზარ სამყაროში, რომლის არსიც კი არ ესმის, რომელიც მთელი ცხოვრება შრომობს, რომელიც მთელი ცხოვრება ცდილობს უზრუნველი მომავალი შეიქმნას, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს გაჭყლიტავენ და რომელიც არავის გაახსენებდა რამდენიმე წლის შემდეგ.

აი ამას ქვია ქრონიკული დეპრესია, მარტოობა და სრული უიმედობა.

ძალიან ემო პოსტი გამომიმივიდა, მაგრამ მთავარი სხვა რამაა ყველაფერი უნდა მოასწრო რისი გაკეთებაც გინდა, ცხოვრებით სრულად უნდა დატკბე და ტვინი სხვა რამით უნდა დააკავო, სრულ სასოწარკვეთაში რომ არ ჩავარდე ადამიანი.

Wednesday, April 14, 2010

SELF




არაფრის დაწერას არ ვაპირაბ უბრალოდ საკუთარი თავის ამსახველი არაჩვეულებრივი სურათი აღმოვაჩინე, უფრო სწორედ ჩემი სექტის ასოცირებულმა წევრმა ე.წ.-მა დეიდამ მწვანე კალიამ მაჩუქა. დიდი მადლობა თიკინიო, როძინა ნე ზაბუდეტ ტვოიო თავგანწირვა ი თავდადებოვანიე.

ისე საინტერესოა რას დაინახავ პიველად შენ, ჩემო მკითხველო.


P.S. პროსტა თეფშზე რომ დევს რაღაც პონტში ტეხს, გატრუპულია ანუ :S

Saturday, April 10, 2010

ძიება.

დიდი ხანია თმის შეჭრა მაქვს გადაწყვეტილი, როგორც იქნა დრო გამოვნახე და დღეს მოვახერხე. კარგა ხანი ვფიქრობდი, როგორი ვარცხნილობა შემერჩია, განვიხილე სხვადასხვა ვარიანტები. თითქმის ყველა რაღაც მიზეზის გამო დავიწუნე. ბოლოს რაოდენ ბანალურიც არ უნდა იყოს კარე შევიჭერი, რატომღაც მეგონა არ მომიხდებოდა, მაგრამ ვინც ნახა მეტ-ნაკლებად ყველას მოეწონა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კი დიდი გზა გავიარე:



ეს ვარიანტი დავიწუნე, იმიტომ რომ როცა გაიზრდებოდა უშნოდ დადგებოდა.



ამისთვის ყოველდღე ახალად დაკრეფილ გვირილებს ვერ ვიშოვიდი :(



ამითი შენობაში, განსაკუთრებით დაბალ ჭერიანში, ვერ გავიმართებოდი და წელის ტკივილს ავიკიდებდი..





ეს ორიც ძალიან მომეწონა, მაგრამ ყოველ დილით 8 საათზე ძილბურანში მყოფი, ნამდვილად ვერ დავიყენებდი და თუ მოვახერხებდი, პროპელერი უკან გამომივიდოდა და შველს სამ ან ორხ რქას მივაბამდი..



ამითი მუდმივი შიშის ქვეშ ვერ ვიცხოვრებდი..



ამან სიმსონების კლოუნი, კრასტი გამახსენდა და რატომღაც ჩავთვალე, რომ ხალხი ასეთი ვარცხნილობით სერიოზულად არ აღმიქვამდა.:|



ბოლოს თავი დავიწყნარე, ახალ წლამდე გამეზრდება და ასე დავიყენებ.
აბა რას იტყვით? ნუთუ არ მოგწონთ? :O

Thursday, April 1, 2010

Nāga

ძალიან კი მეზარება პოსტის დაწერა, მაგრამ პირობა დავდე, რომ როცა დავამთავრებდი ერთ ნახატზე მუშაობას, დავბრუნდებოდი. სამი დღე დაღალული შრომის შემდეგ, შედეგი მივიღე.

თავიდან ვთქვა როგორ მოხდა? მივდიოდი, კიარადა ვხატავდი, ნუ დავხატე, მერე ჩემმა მეგობარმა სურათი გადაუღო და მომცა, ნუ რაღაც კოშმარი იყო, არარას გავდა. მერე გადავწყვიტე დამემუშავებინა ჩემს ძმა და მეგობართან ფოტოშოპთან. და ბოლო მივიღე ეს.



თუ მოგეწონებათ ძალიან გამიხარდება, იმიტომ რომ დიდი შრომა მაქვს ჩადებული და უამრავი ნერვული უჯრედი შეწირული, თუ არა - მაგი მადარდეთ :D.

დღეს პირველი აპრილია, ჯერ არაფერი მომიტყუებია, იმედია დღის ბოლომდე შევინარჩუნებ სამიგინა''ლ''ურობას. :P