Friday, January 29, 2010

სამშობლო


მაგიდა საქართველოა,
ფეხები ჩვენ ვართ ყველაო,
ერთი მათგანიც რომ მოტყდეს
ავყირავდებით ყველაო.

ქორიძე მოკლე ფეხია,
ზვიადა კიდე გრძელაო,
გადაატოლე ერთმანეთს
მოხერხე ნელა-ნელაო.

ია


ხეზე იჯდა ბეღურა
და მას ერქვა ია
მონადირე მიეპარა
ზურგში ტყვია ხია.

ჩამოვარდა ჩიტუნა
მკვდარი ძირსა გდია,
ქვეყნად მისი დამმარხავი
ნეტავ ვინა გდია?

smileys

Tuesday, January 12, 2010

Anthony Geoffroy

ძალიან მიყვარს კარიკატურები, წავაწყდი საკმაოდ საინტერესო ნამუშევრებს და ვერ ავუარე გვერდი. აქ უნდა დავდო. მაშ ასე წარმოგიდგენთ 26 წლის მხატვარის -  Anthony Geoffroy-ის კარიკატურებს. იგი საფრანგეთში ცხოვრობს და მუშაობს. (ყველას არ დავდებ, მხოლოდ ცნობილების კარიკატურებს)

DE NIRO


dr house


Batman


FRODO


Amy winehouse


John Locke


LOST Jack


Rihanna


Julien Dore


Bruce Lee


snoop dogg

Plato: Rationalism


ძალიან კი მეზარება პოსტის დაწერა, მაგრამ, რომ არ დავწერო ვიცი მერე ვინანებ.. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ სწავლა დამეწყო და აგნოსტიცისტების მთავარი დევიზი

"არ ვიცი და არც შემიძლია ვიცოდე"

დროებით მაინც უნდა დავივიწყო (ყოველშემთხვევაში სანამ ეს სემესტრი დამთავრდება). ვალდებული ვარ დავუბრუნდე რეალობას და რაციონალურად შევაფასო ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა ..

რაციონალიზმი, ასევე რაციონალისტური მოძრაობა ფილოსოფიური დოქტრინაა, რომლის მტკიცებით სინამდვილის შეცნობა შეიძლება განსჯითა და ფაქტების ანალიზით, რწმენის, დოგმისა ან რელიგიური სწავლების ნაცვლად.მის თავდაპირველ ფესვებს პლატონთან მივყავართ.

პლატონი - ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კლასიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსი, სოკრატეს მოსწავლე, არისტოტელეს მასწავლებელი, ფილოსოფიური დიალოგების ავტორი, ათენის აკადემიის დამფუძნებელი. პლატონი ინტენსიურად ასწავლიდა აკადემიაში და ასევე დაწერილი აქვს ნაშრომები მრავალ ფილოსოფიურ თემაზე, რომელთაგან უმთავრესი მისი დიალოგებია, თუმცა ასევე შემორჩენილია რამდენიმე ეპიგრამა და წერილები. მიჩნეულია, რომ პლატონის დიალოგები თითქმის სრულიად არის შემორჩენილი ორიგინალში. თუმცა, ზოგიერთი დიალოგი, რომელსაც ბერძნები პლატონს მიაწერდნენ ამჟამად მიიჩნევა, რომ უფრო ადრინდელი წარმოშობის უნდა იყოს. პლატონის დიალოგების მთავარი პერსონაჟი სოკრატეა. თუმცა ამ დიალოგთა შემადგენლობის რა ნაწილი ეკუთვნის სოკრატეს ან თავად პლატონს დიდი კამათის საგანია, ვინაიდან სოკრატეს თავად საკუთარი შეხედულებები არ გამოუთქვამს. მიუხედავად ამისა, პლატონი უდავოდ განიცდიდა სოკრატეს გავლენას და მრავალი იდეა მის ადრეულ ნამუშევრებში სოკრატესგან ნასესხები უნდა იყოს.

  • ბევრი გადადის ჭკუიდან, მაგრამ ყველა სხვადასხვანაირად.
  • ერთროულად იყო ძალიან კარგი და ძალიან მდიდარი,შეუძლებელია.
  • სიხარულიც და მწუხარებაც იმაში ჰგვანან ერთმანეთს, რომ ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას.
  • აზრები ერთმანეთს იმისთვის ებრძვიან, რომ დასძლიონ შეცდომა და მიაღწიონ ჭეშმარიტებას.
  • პოლიტიკა - ეს ერთად ცხოვრების ხელოვნებაა.
  • წიგნი არ არის ჩემი მასწავლებელი.
  • მხოლოდ მკვდარი დაინახავს ომის დასასრულს.
  • ვისაც შეუძლია ქვეყნის მართვა, არ აქვს ამის სურვილი, ხოლო მას, ვისაც სურვილი აქვს, არ გააჩნია საამისო უნარი.



Sunday, January 10, 2010

Vladimir Kush

მინდა ჩემს ბლოგს დავამატო ახალი განყოფილება - Art. და რა უნდა ყოფილიყო პირველი პოსტის თემა თუ არა სიურრეალიზმი, ჩემი საყვარელი მიმდინარეობა მხატვრობაში. ძალიან მომწონს სალვადორ დალის შემოქმედება, მაგრამ არ მინდა პირველი პოსტი მასზე დაწერა, ისედაც ყველასთვის ცნობილია მისი ბიოგრაფია და შემოქმედება. რამდენიმე დღის წინ ვნახე სურათი, რომელიც ძალიან მომეწონა . ნამდვილი დეტექტივივით მივყევი კვალს და აღმოვაჩინე მისი ავტორი - Vladimir Kush.
იგი სიურრეალისტი მხატვარი და მოქანდაკეა, თუმცა თავად საკუთარ ნამუშევრებს მეტაფორულ რეალიზმად მოიხსენიებს. იგი მუშაობს ტილოზე ზეთის საღებავებში. როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, კუში დრევანდელობის ერთ–ერთი ყველაზე ტალანტური მხატვარია სიურეალისტ მხატვრებს შორის.
იგი დაიბადა 1965 წლის 29 მარტს, რუსეთში. მისი კარიერა ჯერ კიდევ 3-4 წლის ასაკში დაიწყო. 7წლის ასაკში იგი სწავლობდა ორ სკოლაში, დილით ჩვეულებრივ საშუალო სასწავლებელში, ხოლო საღამოს ხელოვნების აკადემიაში. სწორედ აქ დახატა მან თავისი პირველი სიურრეალისტური ნახატი.
17 წლის ასაკში ჩააბარა რთული გამოცდები, რის შემდეგაც მიიღეს მოსკოვის ხელოვნების ინსტიტუტში. 1987 წელს დაიწყო თავისი ნამუშევრების გაყიდვა. 1990 წელს ქონდა წარმატებული გამოფენა ორ სხვა რუს მხარტვართან ერთად გერმანიაში და აქედან დაიწყო მისი დიდი წარმატება…






















Jeffrey Vanhoutte



ვაგრძელებ განყოფილება Photography-ის შევსებას და რიგით მეორე ფოტოგრაფად წარმოგიდგენთ ბელგიელი ფოტოგრაფ – Jeffrey Vanhoutte, რომელიც ანტვერპენში დაიბადა. 21 წლის ასაკში მას უკვე საკუთარი სტუდია ჰქონდა ბრიუსელში.