Wednesday, February 24, 2010

დავლიოთ და ვიბოდიალოთ

კაthოჩე გუშინ იყო 23 თებერვალი - წითელი არმიის დღე, საყოველთაოდ ცნობილი კაცთა დღე და პარალელურად ჩემი დაბადების დღე(ც).
ბავშვობიდან, არა გატყუებთ, მოზარდობიდან არ მომწონს ეს დღე, ჯერ ვირივით უნდა დაიღალო, რომ სტუმრებს ასიამოვნო, მერე მთელი დღე ყურადღების ცენტრში უნდა იყო და სახიდან არ უნდა მოიშორო დებილი ღიმილი :) - ამის მსგავსი, და რაც ყველაზე დასანანია გემატება წლები, პასუხისმგებლობა და მოვალეობები.
ეს დაბადების დღის ბნელი მხარეა, მე მინდა ნათელ მხარეზე მოგითხროთ.. რა სჯობს ამ დღის მეგობრების წრეში გატარებას, გართობას, სიცილს და''ახალგაზრდობის'' გახსენებას. მეც სწორედ ასე გავატარე ჩემი რიგით მე-20 :( დაბადების დღე.
შევიკრიბეთ, შევედით რომელიღაც ''ზავიძენიაში'', ვჭამეთ, ვსვით, ვსვით და ვსვით. აი მერე კი ჩემი წინა პოსტით აღფრთოვანებულმა მეგობრებმა გადაწყვიტეს To Do List-ის შედგენა (რომელი სურვილებს უფრო შეიცავდა ვიდრე აუცილებლად გასაკეთებელ საქმეებს), რომელიც იქვე ხელსახოცზე დავწერეთ. წარმოგიდგენთ მას სრულად.. გთხოვთ ყურადღებას ნუ მიაქცევთ გრამატიკულ შეცდომებს, ბარბარიზმებს, ლოთის აკანკალებულ ხელწერასა და არყის სუნს.



მთვრალი ვარ და მეპატიება ესეთი ხელით წერა.
თევზი (იუბი''ლ''არი), ქრისტი, ნათელა, მე (ალხაზა), თეო!!!
  • ვიპყრობთ მწვერვალს კაthოჩე.
  • ვუხსნით სიყვარულს ყველას და ყველაფერს.
  • მჟავე კიტრის ჭამა.
  • ფოტოსტუდია(for everyone).
  • ნიკა For თეო.
  • London for ნინელა.
  • David for Natela (კრისა).
  • P. for N.
  • Bar For KRistი (და ყველასთვის).

ვიყოთ ყველა მაგრა. აქედან ყველანი მივდივართ საბოდიალოდ.

როდესაც ადამიანი ბევრს დალევს, აუცილებლად მოვა ეს გრძნობა, რაღაც სინანულის, წამით ჩაფიქრდები ცხოვრებაზე და მოგინდება ყველას და ყველაფრის დავიწყება, ამ გრძნობის განდევნა საკუთარი სხეულიდან. ესეც ამ გრძნობის განმდევნი ხელსახოცი:



მეფსია ისე მეფსიააა :)))
წამო თევზო მოვფსათ!
მიგვიქარავს მიშას შადრევანი :)))

ფსსსსს

ხელს ვაწერ: N.N.
Fish.
გამოვედით და გეგმას მივყევით, რომელიც შემდეგში მდგომარეობდა:

'' დავლიოთ და ვიბოდიალოთ''

ვიბოდიალეთ. ვიღაცას სიმღერის მუზა მოუვიდა, ვიღაცას ლექსის წაკითხვის, ვიღაცას ''ვაი არ მიცნოს ვინმემ, ესენი ვინ არიან''-ის, კედელზე აკვრის და მიმალვის.
დაღამდა და სახლებს მივაშურეთ (ნუ ვირაცამ WC, მიხვდება :D).
ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ საჩუქარი, რომელიც ძალიან მესიამოვნა და რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს, რაც მთავარია ჩემი სექტის წევრებმა მაჩუქეს..(სექტაზე მერე დავწერ რამეს, ალბათ)

ხო მართლა არ დამავიწყდეს - ნომინაციაში ყველაზე ორიგინალური მოლოცვა გაიმარჯვა გუკლეთილმა და გულუხვმა ფერმერმა, იმედა ბიძიამ:



ერთ-ერთი დასამახსოვრებელი დღე გამოდგა ეს 23 თებერვალი, ბედნიერი და გახარებული ვარ. იმედი მაქვს 2013-შიც ასეთივე ბედნიერი და გახარებული ვიქნები :P

კაthოჩე კარQი იყო..

P.S. ბიდიშს გიხდით ისეთ სიგოიმის ელემენტებზე როგორიც იყო: კაthოჩე, არა გატყუებთ, '' ზავიძენია'', შუტკა 2013 წელზე და პირობას ვდებ, რომ შემდეგ პოსტებში აღმოვფხვრი ამ, ახლადშეძენილ მავნე ჩვევას.

7 comments:

Anonymous said...

ai ese icis chemma tevzma ... :D "ლოთის აკანკალებულ ხელწერას " is loti me var ! :D me miyvars chemi tevzi ... tqven ?! :?

Author said...

კაthოჩე martla magari iko...
" ჩემი წინა პოსტით აღფრთოვანებულმა მეგობრებმა " amaze itkvian chuckl-o. :P
miyvarxar tevzooooo.!

FISH said...

რაა? თქვენ ვინ ხართ ვაბშე? რა გინდათ? მემგონი რაღაც გეშლებათ..

Author said...

me is var sheni wina postit agfrtovanebuli... OMG...:o auvarda tavshi..:P

FISH said...

ჩემი პოსტით აღფრთოვანებული მეგობარი მაგას არ დაწერდა.. :| :D :D

Anonymous said...

:D :D am nominaciashi gamarjvebas namdvilad ar movelodi amisatvis didi madloba minda gadavuxado dedas mamas das....mtels chems ojaxs.sanatesaos . samezoblos . samegobros. chems karebtan msxdom bomjebs , marshutkis grdzelfrchxilian mdzgolebs, კაthოჩე yve'L'as patrulis garda :D cremlebs ver vikaveb . . . ;( ubednieresi da "uamayesi" var ....
p.s didi madloba TEVZO rom arsebob ! :D:D:D

FISH said...

პატრულმა რა დაგიშავა?! :D :D


P.S.მადლობა, რომ აფასებ ჩემს არსებობას :D :D :P