Wednesday, February 17, 2010

მარაზმი


თავისუფალი ვარ.. ბევრი დრო მაქვს და ცოტა საქმე.. დროის უმეტეს ნაწილს ინტერნეტში ვატარებ.. ვკითხულობ უამრავ პოსტს სხვადასხვა ბლოგზე.. ერთი რაღაც შევნიშნე, დავფიქრდი და მინდა ამაზე დავწერო.. რატომ არ არსებობს ისეთი პოსტი სადაც სიტყვა მარაზმი არ არის გამოყენებული? ყველა რატომ წერს ქართულ ტელესივრცეში, ინტერნეტსივრცესა და საერთოდ, ზოგადად საქართველოში გამეფებულ მარაზმზე? ნუთუ არ შეიძლება ყველამ თავის საქმეს მიხედოს და სხვების დაცინვასა თუ გაკრიტიკებას შეეშვას.. არა კრიტიკა თავისთავად საჭირო და აუცილებელია, მაგრამ გააჩნია როგორ იქნება დაწერილი და ვის მიერ..
ქუჩაში, მეგობრების წრეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში იმდენად ხშირად მესმის სიტყვა მარაზმი, რომლის მნიშვნელობა დარწმუნებული ვარ მხოლოდ ერთეულებმა იციან, რომ უკვე ეს სიტყვა მეჩვენება თვითონ ''მარაზმად''..

გადავწყვიტე ავხსნა რას ნიშნავს მარაზმი:

მარაზმ-ი [ბერძ. მარასმოს მოუძლურება, მოშვება] – 1. ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური მოქმედების სრული დაქვეითება მოხუცებულობის ან ხანგრძლივი ქრონიკული ავადმყოფობის შედეგად. 2. (გადატ.). უილაჯობა, უუნარობა (მეცნიერებაში, ხელოვნებაში, პოლიტიკაში და სხვ.).

პიროვნების დაშლა (მარაზმი) ვლინდება კონტაქტების მოშლით გარშემომყოფებთან, მოუწესრიგებლობით, გაუმაძღრობით, რაც შერწყმულია კახექსიასთან. ავადმყოფები უმწეონი, საწოლზე მიჯაჭვულნი არიან. გარდა ფსიქიკის აღწერილი უხეში დარღვევებისა, გამოყოფენ აგრეთვე ნეგატიური ცვლილებების მსუბუქ ფორმებს. მათ საწყის გამოვლინებებს მიეკუთვნება ასთენიზაცია, ფსიქოპათიური ცვილებები. პიროვნების დონის დაქვეითებისას გარდა მომატებული გადაღლილობისა და გამაღიზიანებელი სისუსტისა, აღინიშნება აგრეთვე ფსიქიკური აქტიურობის ზოგადი დაქვეითება, ინტერესთა წრის შეზღუდვა, ინდივიდუალური დამახასიათებელი თვისებების ნიველირება.

დიდიხანი არ არის რაც მარაზმი სიგოიმესთან ასოცირდება ბევრისთვის, მაგრამ იმ ადამიანებს ვისაც ეს ასოციაცია აქვთ თვითონ სიტყვა ''სიგოიმე'' ''მარაზმი'' გონიათ.. ვფიქრობ სიტყვა ''მარაზმი'' მეტად შეურაცხმყოფელია და არ ღირს მისი ასე ხშირად და ყველას მიმართ გამოყენება..

ამ პოსტით იმედია ბევრი გაიგებს (ერთ-ორი მაინც) მარაზმის ჭეშმარიტ მნიშვნელობას და ყოველ წინადადებაში არ გამოიყენებს მას..



4 comments:

ჰუმანისტი said...

კარგი პოსტია, ძალიან მომწონს. ამ თემაზე დაწერას მეც ვაპირებდი, მაგრამ დამასწარი :ჵ

Kate said...

მე ძირითადად ვწერ ხოლმე ასე...
"მარაზმ ს ბალშოი ბუკვოი მ"
ანუ "მარაზმი დიდი მ–თი"
ანუ "ძალიან დიდი მარაზმი".

FISH said...

გამიხარდა რო მოგეწონათ და კომენტარის დაწერის სურვილი გაგიჩნდათ :)

Anonymous said...

ვაიმე, ჩემი სათქმელი თქვით მარაზმთან დაკავშირებით 👍