Thursday, July 8, 2010

Old Tbilisi Identity and Spirit

გუშინ, 7 ივლისს, იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დღე. სხვა გზა არაა, აუცილებლად უნდა დავწერო ამის შესახებ. ჩემი ფოტო გამოფინეს გოეთეს ინსტიტუტში ჩატარებულ კონკურსზე ''ძველი თბილისის იდენტობა და სული''.
ყველაფერი კი აი როგორ დაიწყო...
ჩემმა ერთ-ერთმა ინტერნეტ მეგობარმა MY DECEMBER (იგივე ნიკოლოზ ჟორჟიკაშვილი) მითხრა, რომ FB-ზე ჯგუფში ''Old Tbilisi Identity and Spirit'' დევს ფოტო, რომელიც ჩემს ერთ-ერთ ფოტოს ძალიან გავს, გადავედი ამ ჯგუფის გვერდზე, დავათვალიერე და მეც ავტვირთე ჩემი ფოტოები. რამდენიმე კვირის შემდეგ მომიდა წერილი ამ ჯგუფიდან, რომელიც მე მორიგი სპამი მეგონა, გავხენი, მაგრამ არ წამიკითხავს. იმავე დღეს მომწერა ჩემმა მეგობარმა და მითხრა, რომ თავისი მონაცემები გაუგზავნა ჯგუფის ორგანიზატორებს და მე მკითხა გავაგზავნე თუ არა. მე, როგორც ნამდვილი ტუგადუმი თევზი სწორედ მაშინ მივხვდი, რომ თურმე კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას. დიდხანს ვიორჭოფე გამეგზავნა თუ არა საკონტაქტო ინფორმაცია, ბოლოს მივხვდი, რომ არაფერს ვკარგავდი და გავაგზავნე. რამდენიმე დღეში დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი ფოტო შეირჩა გამოფენისთვის და დიდი ზომა, საბეჭდი ვერსია უნდა გამეგზავნა მათთვის. რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა, ასე მემგონი კაი ხანია არაფერი გამხარებია, მაგრამ უცებ თავში დამარტყა, რომ დიდი ზომა არ მქონდა. კიდევ კარგი ვიპოვე დიდი ზომის დაუმუშავებელი ვერსია და დავიწყე მისი გამუშავება. თავად იხილეთ:


დაახლოებით ორ საათში გავაგზავნე. გუშინ კი ვიხილე გამოფენაზე, კედელზე ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილას.

მოკლედ ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ რომ ჩემთვის ეს ძალიან დიდი წარმატებაა, 300-მდე ფოტოდან შეირჩა 50-მდე და ერთ-ერთი იყო ჩემიც. თან არ დაგავიწყდეთ, რომ მე არავითარი განათლება არ მაქვს ამ სფეროში მიღებული, ვიღებ ჩემთვის და ჩემს ჭიას ვახარებ, ძალიან ცოტას მოსწონს ის სტილი, რომელიც ჩემთვის ჰაერივითაა. როცა მინიმალისტურ ფოტოებს ვუყურებ, ყველაფერი მავიწყდება და ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ.
ვსიო ეს იყო და ეს, ეხლა წავედი ფარმქიმია მაქვს სასწავლი.


2 comments:

Kate said...

ვააა, მაგარია.
გილოცავ.

FISH said...

madloba :*