Monday, July 19, 2010

არალეგალურია თევზს დაალევინოთ ალკოჰოლი


არ მასვენებს ფიქრი ამ სულელურ კანონებზე, თვალი გადავავლე რამდენიმეს და გამაოცა კანონმა: არალეგალურია თევზს დაალევინოთ ალკოჰოლი. ზუსტად არ ვიცი სად, რომელ შტატშია ეს კანონი გამეფებული, მაგრამ ნამდვილად ერთ-ერთ ამერიკულ სიბრძნეთაგანია.
ეხლა შევეცდები ავხსნა ეს სულელური კანონი და თევზის თვალით დაგანახათ.
ერთი შეხედვით ყველას შეიძლება ეგონოს რომ ეს კანონი შეთხზა თევზებზე მზრუნველმა, ბუნების დამცველმა. თევზების ბედ-იღბლით შეშფოთებულმა ადამიანმა. მაგრამ მე რის თევზი ვარ ამ ადამინის ბოროტ განზრახვას რო ვერ ჩავწვდე. საქმე იმაშია რომ ეს ადამიანი თევზების მტერია, არა იმიტომ რომ თევზებს დალევა უყვართ, ის კი ამის აკრძალვას ცდილობს, არა. იმიტომ, რომ იგი მეთევზეა. გაგიკვირდათ? ან მე საიდან ვიცი? ვიცი. მოკლედ რაში დასჭირდა ამ ადამიანს თევზებზე ''ზრუნვა''. პირდაპირ გეტყვით, შელამაზების გარეშე: მას სურს თევზებზე დინამიტით თევზაობა, ალბათ გაგიგიათ, ჩააგდებ დინამიტს მდინარეში და რამდენიმე წუთში ზედაპირზე ასეული თევზი ტივტივებს.

ყველაფერი სწორედ ასე მოხდებოდა წინა ღამით თევზებს არალეგალურად ალკოჰოლი რომ არ ეყიდათ ვინმე ვანიასგან. ვანია ვინაა და რას საქმიანობს ეგ ცალკე საკითხე, ეგ არაა ეხლა ჩვენთვის პირველხარისხოვანი. ალბათ იცით სპირტისა და ცეცხლის ურთიერთქმედებით რა შეიძლება მოხდეს, იგივე მოხდა მთვრალი თევზებისა და დინამიტის მოქმედებით. ნავი ცაში აიჭრა და დასახიჩრებული ბატონი კანონმდებელი აღმოჩნდა საავადმყოფოში. რამდენიმე თვის შემდეგ კი გამოვიდა ვითომ თევზების დამცველი და შეთხზა ეს ერთი შეხედვით არაფრის მთქმელი კანონი. ეს კაცი იყო ძალიან გავლენიანი და არ გაუჭირდა თანამოაზრეების შეგროვება, ასე აღმოჩნდა ეს კანონი ამერიკის რომელიღაცა შტატის კანონმდებლობაში.
ალბათ დაგაინტერესებთ საიდან ვიცი მე, რიგითმა თევზმა ეს ამბავი. გაგიმხელთ, რამდენიმე დღის წინ ვიყავი შორეული ახლობლის გასვენებაში, ზვიგენმა შეჭამა საჭყალი :( მერე ეს ზვიგენი მოუძებნიათ ნათესავებს (სვანეთიდან არიან წარმოშობით) და შურის ძიების მიზნით დაუწვავთ. ჩვენ კი ამ ზვიგენის და მაშასადამე გამბუზია ბაბუას ფერფლს დავტიროდით ;(

0 comments: