ამ ბოლო დროს დამაინტერესა ტატუებმა და მათმა მნიშვნელობამ, არა მგონია გავიკეთო თუმცა სურვილი მაქვს. რატომღაც თევზის ტატუზე შევაჩერე არჩევანი, თუმცა სანამ უშუალოდ მასზე წავაწყდებოდი ინფორმაციას უარავი სტატია წავიკითხე, ზოგადად თევზის სიმბოლიკაზე.
ბევრი ანტიკური სამყაროსთვის თევზის სიმბოლო ასოცირდებოდა პირველ რიგში წყალთან, დედასა და უდიდეს ქალღმერთთან.
თევზის სიმბოლო პირველად გვხვდება ჩვ. წ-მდე 6000 წელს ჩრდ. ევროპის ერთ-ერთ გამოქვაბულში, უფრო მოგვიანებით ინდურ კერამიკაზე, რაც მიუთითებს მის ანტიკურობასა და დიდ პოპულარობაზე ძველა სამყაროში.
რაც შეეხება თევზის ტატუს, არსებობს თევზის ტატუს უამრავი სახესხვაობა, მისი უამრავი სახეობიდან გამომდინარე, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს, ჰოროსკოპის ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მცურავი თევზები და იაპონური ლეგენდის გმირი თევზი KOI.
იაპონური ლეგენდის თანახმად თევზი KOI მიცურავს დინების საწინააღმდეგო მიმართულებით, რათა გადალახოს დრაკონის კარიბჭე ყვითელ მდინარეზე და თავად გადაიქცეს დრაკონად. KOI Fish-ს მოაქვს იღბალი, გარდა ამისა იგი ასოცირდება ამბიციასთან და თავგადასავალთან, წარმატებასთან და უდიდეს სიძლიერესთან.
მართალი გითხრათ მე დიდად არ მომწონს KOI Fish-ი, ჩემთვის იგი გადატვირთულია, მე კი, ალბათ გეცოდინებათ, რომ სიმარტივე და სისადავე მიზიდავს.
ძალიან საინტერესოა სხვადასხვა სახეობის თევზის მნიშვნელობა, თუმცა თავს არ შეგაწყენთ, თუ დაინტერესდებით დაწვრილებით
აქ იხილეთ.