Friday, April 16, 2010

?

რა/ვინ ვარ?
სად ვარ?
რატომ ვარ?
სად წავალ?
როგორ წავალ?
როდის წავალ?

აზრები აზრებზე.. ფიქრები ფიქრებზე.. როდესმე დამთავრდება? ალბათ არასდროს.. ყოველ დღე ერთი და იგივე, და ვხვდები რომ ყოველდღიურად უფრო ღრმად ვეშვები გაურკვევლობაში.. ვხვდები რომ სრულიად მარტო ვარ.. ან საერთოდ ვაარ? ან ვინ ვარ? იქნებ მე ვარ ცენტრი და ყველაფერი ჩემს ირგვლივ ბრუნავს, იქნებ მთელი სამყარო ჩემი გამოგონილია და ის ხვდება რასაც ჩემი ქვეცნობიერი გადაწყვეტს. ან იქნებ უბრალოდ რომელიმე სხვა არსების რიგითი გამოგონილი მირაჟი ვარ. მაგრამ არა მირაჟს ალბათ არ ექნება ამის შეცნობის უნარი.


რა სისულელეა ეს ყველაფერი.. მინდა გავიგო რატომ? მიზანი რა აქვს ჩემს არსებობას ან ჩემს მოვლინებას, და საერთოდ რა საჭიროა გონიერი, მოაზროვნე არსებების არსებობა სამყაროში, ის ხომ მაინც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.. სამყარო ვითარდება, იზრდება, პატარავდება, იკუმშება და ფართოვდება, მაგრამ ჩვენ? ჩვენი ცხოვრება იმდენად ხანმოკლე, უაზრობადაც კი მეჩვენება ხანდახან, ვის დასჭირდა ჩვენი გაჩენა ან რაში დასჭრდა..


რა პატარა ვარ, რა ცოტაა ჩემი ენერგია, რისი შეცვლა ჩემიძლია.
ალბათ ყველაფრის, თუ მოვინდომებ, უბრალოდ ძალის გამოყენება უნდა ვისწავლო, მიზანი დავისახო და ყველაფერს მივაღწევ, მაგრამ რა? რისთვის? რატომ?

ვფიქრობ და ვგრძნობ საფეთქლებზე ყრუ ტკივილს, ვცდილობ შევწყვიტო ეს ყველაფერი, მაგრამ არ გამოდის..
გამოსავალს ვეძებ. ჯერ არ ჩანს. თმა ქერად ხომ არ შევიღებო? ამბობენ ქერები არ ფიქრობენო :))

ვინ ვარ?
ჭიანჭველა უზარმაზარ სამყაროში, რომლის არსიც კი არ ესმის, რომელიც მთელი ცხოვრება შრომობს, რომელიც მთელი ცხოვრება ცდილობს უზრუნველი მომავალი შეიქმნას, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს გაჭყლიტავენ და რომელიც არავის გაახსენებდა რამდენიმე წლის შემდეგ.

აი ამას ქვია ქრონიკული დეპრესია, მარტოობა და სრული უიმედობა.

ძალიან ემო პოსტი გამომიმივიდა, მაგრამ მთავარი სხვა რამაა ყველაფერი უნდა მოასწრო რისი გაკეთებაც გინდა, ცხოვრებით სრულად უნდა დატკბე და ტვინი სხვა რამით უნდა დააკავო, სრულ სასოწარკვეთაში რომ არ ჩავარდე ადამიანი.

4 comments:

Anonymous said...

მთავარია მთავარი

მთავარი კი ის არის, რომ ეცადო შენი წყალობით ნაცნობები გახდნენ უკეთესები ვიდრე არიან. ჩვენი მეგობარი გრიშა

საბოლოოდ ამ მიზნამდე ჩამოვედი, არადა მსოფლიოს შეცვლას, საქართველოს გაერთიანებას და კოსმოსში სიცოცხლის აღმოჩენასაც ვაპირებდი ერთ დროს : )) მერე მივხვდი რო მაინც უცებ დაავიწყდები კაცობრიობას არ ღირს წვალებად.
მთავარია ნაცნობები გააუკეთესო : )

FISH said...

მეც მაგ აზრზე ვარ მეგობარო.
კარგად ჩამოაყალიბე. :)

Kate said...

ყველაზე ძალიან გაუგებრობა და გაურკვევლობა არ მიყვარს. ქე მაინც ზუსტად ვიცოდე რა და როგორ...

salaidhpaasch said...

Slots to Play for Real Money at the Best Casino Sites 2021
Slots at The 경산 출장샵 Best Casino Sites 2021 - Play Real Money Slots 하남 출장마사지 for 충청북도 출장안마 Free 서산 출장안마 or Real Money 하남 출장안마 You will find all of your favorite slot games to play in our