Wednesday, January 6, 2010

About me..


პირველი პოსტი ალბათ ჩემს შესახებ უნდა დავწერო, ვინ ვარ.. რას ვსაქმიანობ.. რა მიზანი მაქვს ცხოვრებაში.. რისკენ მივისწრაფი და ა.შ., მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად ჩვეულებრივი, ერთფეროვანი და მე ვიტყოდი უინტერესოა, რომ გადავწყვიტე გაგეცნოთ არა როგორც რიგითი მოქალაქე, არამედ როგორც რიგითი ადამიანი.
მე ვარ თევზი (ნუ ეს ჰოროსკოპით რა თქმა უნდა :)), მეგობრებიც ასე მეძახიან და ბლოგსაც ეს სახელი შევურჩიე (რაოდენ ბანალურიც არ უნდა იყოს). როდესაც ჩემს დახასიათებას ვცდილობ ხშირად ჰოროსკოპს ვიშველიებ, რადგან რთულია საკუთარ თავზე საუბარი, ყოველ შემთხვევაში მე მიჭირს. ამიტომაც პირველი პოსტი თევზის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მიეძღვნება.. მოდით თევზებო ერთად ვიმსჯელოთ, როგორები ვართ.

თევზები (20 თებერვალი-20 მარტი) _ მე 23 თებერვალს დავიბადე, წითელი არმიის დღეს, საამაყო რა არის მაგრამ მაინც ამაყი ვარ, ოდესღაც ხომ მაინც იყო ეს დღე ღირსშესანიშნავი :P.
ელემენტი-წყალი _ წყალი ძალიან მიყვარს, ან ვინ არის, რომ არ უყვარდეს სიცოცხლის ელექსირი, ყველგან და ყველაფერში არსებული. ზღვა მიყვარს ძალიან, ცურვა.
მფარველი პლანეტა _ ნეპტუნი. ეს საერთოდ რას ნიშნავს, რას განსაზღვრავს ან რისგან გვიცავს თევზებს კაცმა არ იცის, მაგრამ რატომღაც ყველა ჰოროსკოპში წერია და რომ არ დამეწერა ტეხდა.


თევზების თვისებები:
ინტუიცია _ ეს მართალია, ხშირად მეხმარება ინტუიცია, მაგრამ მემგონი ინტუიცია უფრო ლოგიკაზეა დამყარებული და მაგიტომ მიმართლებს.
მეოცნებე _ ძალიან მინდა ვიყო მეოცნება, მაგრამ თქვენ წამრმოიდგინეთ იმდენად ზარმაცი ვარ, რომ ოცნებაც კი მეზარება, ხშირად იმ პრობლებებზე ფიქრს და ტანჯვას ვამჯობინებ, რომელიც ერთი კვირის შემდეგ უაზრობად მეჩვენება და რომელზეც ნერვიულობა კი არა ფიქრიც არ ღირდა.
არტისტული _ ანუ ხელოვანი ალბათ, ხელოვნება მიზიდავს ძალზედ.. მუსიკა, მხატვრობა, ფოტოგრაფია. ლიტერატურა. იმდენად მიყვარს ეს ყველაფერი, რომ დიდი სიამოვნებით დავკავდებოდი რომელიმე მათგანით მთელი ცხოვრება, რომ გამომდიოდეს.
მგრძნობიარე _ ნამდვილად ვარ, ყველაფერს მეტისმეტად განვიცდი, თუმცა არასდროს ვიმჩნევ და ხშირად გულცივი, ულმობელი, უგრძნობი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ.
ეს ზოგადი დახასიათება, ახლა კი მინდა დავწერო ის რაც ერთ ძველ ჰოროსკოპის წიგნში წავიკითხე.
თევზი იშვითი ინტუიციისა და იდუმალი ხასიათის მქონეა.
იდუმალი ხასიათი ალბათ იმითაა განპირობებული, რომ ხშირად საკუთარი თავის არ მესმის, ’’რატომ ვთქვი ან გავეკეთე ეს’’ სულ ამაზე ვფიქრობ, მუდმივად ვიტანჯები და ვიკარგები ამ არაფრის მომცებ ფიქრებში, რომლის შეწყვეტა ყველაზე ძალიან მინდა ამ ქვეყნად, მაგრამ არ გამომდის.
იგი კონტრასტული და მოუსვენარია. გამუდმებით ებრძვის თავს, ურთიერთსაწინააღმდეგო გავლენის ქვეშ მოქცეული, მიუხედავად გარეგნული სიმშვიდისა ხშირად სულიერ ტანჯვას განიცდის და სევდა ეუფლება.
მართლაც ვებრძვი საკუთარ თავს, ვებრძვი და ვერ ვხვდები რატომ, რისთვის ან საბოლოოდ რომელი მე იმარჯვებს. სულერი მეგობრის ნაკლებობას განვიცდი, როცა ამაზე ფიქრს ვიწყებ ვხვდები რომ მე თვითონ არაფერს ვაკეთებ მის საპოვნელად. ვიკეტები ჩემს თავში და მსიამოვნებს კიდეც ეს მუდმივი მარტოობის გრძნობა, არც კი ვიცი რატომ.
ინტუიცია ლოგიკაზე მეტად აქვს განვითარებული და ირგვლივ მყოფებს ნათელჭვრეტით აოცებს.
მე მაინც რატომღაც პირიქით მგონია, ვერ ვხვდები ინტუიციის არსს და ალბათ მაგიტომ, ლოგიკის ფენომენის ახსნა მიადვილდება.
ხშირად სევდიანნი, მაგრამ გულუხვნი და სტუმართმოყვარენი არიან.
სევდიანი მხოლოდ შინაგად აი გარეგნულად კი ძალიან მხიარული და იუმორის გრძნობით აღსავსე ადამიანი ვარ. ახლა ეს რომელიმე ჩემმა ნაცნობმა რომ წაიკითხოს ვერასდროს დაიჯერებს, რომ შინაგანად ასეთი მარტოსული ვარ. არტისტიზმიც ჩემდა უნებურად აიხნა, აი რაოდენ დიდი ნიჭი მაქვს დავმალო საკუთარი გრძნობები.
თევზები კარგი მუსიკოსები, მხატვრები და მოქანდაკეები გამოდიან.
დიდი სიამოვნებით გამოვიდოდი მხატვარი, მაგრამ მე რასაც ვხატავ ის უმრავლესობას ბავშვის ნაჯღაბნი ან გეომეტრიული ფიგურების რახა-რუხი ჰგონია. გატაცებული ვარ ფოტოგრაფიით, მაგრამ არც ეგ გამომდის ისე როგორ მინდა. ზოგს მოსწონს, ზოგი ზედაც არ უყურებს. ვეუფლები პროფესიას რომელიც დიდად არ მიზიდავს და მხოლოდ იმიტომ მომწონს, რომ ნორმალური ცხოვრების საშუალებას მომცემს მომავალში.

საკმაოდ ბევრი ვისაუბრე თევზებზე, ალბათ მხოლოდ ისინი გამიგებენ. რადგან თევზები არის ის ზოდიაქოს ნიშანი, რომლის გაგებაც ყველაზე ძნელია.
არ მინდა პესიმისტი ან მელანქოლიური ადამიანის შთაბეჭდილება დავტოვო….. მართლა არ ვარ ასეთი, რასაც მომავალ პოსტებში დაგიმტკიცებთ..

1 comments:

Author said...

chemi Tevzi!!!