
ეს ვარიანტი დავიწუნე, იმიტომ რომ როცა გაიზრდებოდა უშნოდ დადგებოდა.

ამისთვის ყოველდღე ახალად დაკრეფილ გვირილებს ვერ ვიშოვიდი :(

ამითი შენობაში, განსაკუთრებით დაბალ ჭერიანში, ვერ გავიმართებოდი და წელის ტკივილს ავიკიდებდი..


ეს ორიც ძალიან მომეწონა, მაგრამ ყოველ დილით 8 საათზე ძილბურანში მყოფი, ნამდვილად ვერ დავიყენებდი და თუ მოვახერხებდი, პროპელერი უკან გამომივიდოდა და შველს სამ ან ორხ რქას მივაბამდი..

ამითი მუდმივი შიშის ქვეშ ვერ ვიცხოვრებდი..

ამან სიმსონების კლოუნი, კრასტი გამახსენდა და რატომღაც ჩავთვალე, რომ ხალხი ასეთი ვარცხნილობით სერიოზულად არ აღმიქვამდა.:|

ბოლოს თავი დავიწყნარე, ახალ წლამდე გამეზრდება და ასე დავიყენებ.
აბა რას იტყვით? ნუთუ არ მოგწონთ? :O
6 comments:
rac gakvs is jobia..momindoma experimentebi.. :D
ნუ ხო, მემგონი სწორი არჩევანი გავაკეთე :D
ვააააააააააახ...
რამდენი ვიცინეე :)))))))))))))
მაგრამ სურათების გარდა შენს კომენტარებზე ვიხარხარე. :)))))
მე გადახოტრვა მინდოდა ერთი პერიოდი. ალბათ ახლაც მინდა, არვიცი.
ხო გადახორტილი მთლად არა, მაგრამ ძაან ცოტა რომაა დატოვებული მეც მომწონს , Sinead O'Connor-ს რომ აქვს ისე. მაგრამ კარგი თავის ფორმა არ მაქვს და არ მომიხდება :(
ის შველი არაა მგონი, ჟირაფია :))
გაქაჩავდი ჟირაფობას? :)
სახალისო იყო. მომწონს კარგად ილუსტრირებული პოსტები. შენი კარეც მიგემატებინა ბარემ
ჯირაფი მე კოპლებიანი ვიცი =))
ნორმალური სურათი (თუ საერთოდ მექნება ეგეთი :))), რომ მექნება კარეთი, დავდებ :P
Post a Comment