ჩემი ცხოვრების დევიზია ყველაფერი გენიალური მარტივია. ფოტოგრაფიაშიც ჩემი საყვარელი მიმდინარეობა მინიმალია, მარტივი და ამავდროულად გენიალური. მეც ცოტ-ცოტას ვცდილობ და გამომდისსავით, ერთი-ორი სურათი მომწონს ყოველშემთხვევაში. ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან დამაინტერესა NUDE ფოტოგრაფიამ. ვერც კი წარმომედგინა თუ ამ ორი მიმართულების გაერთიანება შეიძლებოდა. მაგრამ ჰოი საოცრებავ, დღეს ნამდვილი აღმოჩენა გავაკეთე და ERIC MARRIAN-ის NUDE-MINIMAL ფოტოებს წავაწყდი და გავოგნდი, აი ეს არის ნამდვილი ხელოვნება გავიფიქრე და პოსტი რომ არ დამეწერა არ შემეძლო.
Christophe Gilbert დაიბადა ბრიუსელში 1962 წელს. იგი საკუთარ თავს მარადიულ მოსწავლეს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ფოტოგრაფიაში მთავარი იდეაა. Christophe Gilbert-მა დაიწყო თავისი კარიერა 1980 წელს ასისტენტად მანქანების ცნობილ ფოტოგრაფთან, სადაც აღმოაჩინა თუ როგორ შეუძლია შუქმა შთაბეროს სიცოცხლე მეტალის ნაჭერს. ის მალე მიხვდა რომ ფოტოგრაფიაში მთავარი იყო არა გადაღების ტექნიკა, არამედ ხედვა, რათა საინტერესო ფოტოები შეექმნა. Christophe Gilbert გადაერთო სარეკლამო ფოტოგრაფიაზე, რასაც წინ უძღოდა იმის შეცნობა რომ : '' მთავარი ის კი არა არის რას ხედავ, არც ის თუ როგორ ხედავ ნივთებს, მთავარია როგორ გინდა გამოიყურებოდნენ ისინი.'' მას სჯერა, რომ უწვრილესმა დეტალმაც კი შეიძლება გამოიწვიოს უდიდესი ცვლილება, ამიტომაც მისი მიზანია შექნას სრულყოფილი სურათები.
ვაგრძელებ განყოფილება Photography-ის შევსებას და რიგით მეორე ფოტოგრაფად წარმოგიდგენთ ბელგიელი ფოტოგრაფ – Jeffrey Vanhoutte, რომელიც ანტვერპენში დაიბადა. 21 წლის ასაკში მას უკვე საკუთარი სტუდია ჰქონდა ბრიუსელში.
შეიყვარე სამყარო! შეიყვარე საკუთარი თავი!
-
ვინმესთვის შეიძლება ცრუ მორწმუნე ვარ, აი მე კი მაინც მჯერა ნიშნების,
ვცდილობ ნიშნები დავინახო, ჩავწვდე მათ არსს და მივსდიო მათ. იმისაც მჯერა რომ
წიგნი, ფილ...
Info Lowongan Kerja Bekasi Update Desember 2015
-
Info Lowongan Kerja Bekasi Update Desember 2015. Kriteria pekerjaan yang
sedang anda cari mungkin saja ada disini, untuk itu jangan sampai
ketinggalan untu...
აგრესია ქალებისგან, ქალებზე და ქალებთან ერთად
-
პატრიარქატში მსუყედ ჩამჯდარი და ყველა დივიდენებ შერგებული მამაკაცებიც და
დედა-კაცებიც, სათუოდ მიიჩნევენ იმ ქალების პატიოსნებას რომლებიც “ბედავენ”,
ხმას იმა...