Saturday, January 9, 2010

Divorce Cakes


რა სჯობს კარგად მოლხენას ქორწილში (მე ასე არ ვფიქრომ, მაგრამ მაინც).. და რა არის ქორწილი ტორტის გარეშე?! მაგრამ ნეტა რატომ არ აღნიშნავს ხალხი განქორწინებას ასეთივე შემართებით.. ერთიც და მეორეც, ხომ ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისია. არადა თურმე ლონდონელ კონდიტორ Fay Millar–ს არა მარტო უფიქრია ამაზე, არამედ განქორწინების აღსანიშნავი ტორტებიც კი მოუმზადებია და აქტიურადაც ყიდის მათ..











Time


დღეს უკვე 9 იანვარია, დასასრულს უახლოვდება ჩემი საახალწლო არდადეგები.. გული მწყდება, ვერ გამიგია როგორ გავიდა ეს ორი კვირა (არადა არ დავმთვრალვარ უგონოდ , რომ არ მახსოვდეს:P).. დრო, დრო, დრო.. რატომ არ გვყოფნის არასდროს? რატომ გადის ასე სწრაფად როცა ძალიან გვჭირდება და რატომ გადის ასე ნელა როცა რაღაცას ველით? ან საერთოდ რა არის დრო? ამ კითხვებში გართულმა კვლავ მივუკაკუნე wikipedia-ს.. სად იყო და სად არა ფილოსოფიის ცნებებსა და ტერმინებში აღმოვაჩინე.. მართლაც უცნაური ფენომენია ეს დრო.. არა? ყველასთვის სხვადასხვანაერად გადის მაგრამ მაინ ყველასთვის ერთ ჩარჩოში - საათშია მოქცეული. აი რა აღმოვაჩინე..

დრო მატერიის არსებობის ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა, რომელიც მოვლენების კანონზომერი მონაცვლეობით გამოიხატება.

სივრცე და დრო განუყოფელადაა ერთმანეთთან დაკავშირებული: ყველაფერი ხომ სადღაც და ოდესღაც ხდება.

დრო არასდროს ჩერდება. ის ყოველთვის უცვლელი სიჩქარით მიდის.


და ამდაგვარი ყველასთვის ცნობილი ფაქტები, ვერ ვიპოვე ვერც ერთი პასუხი ჩემს კითხვებზე, მაგრამ არც ამაზე მინაღვლია, მე ხომ აგნოსტიცისტი ვარ.. (ამაყი)

Friday, January 8, 2010

Esselunga

Esselunga - ეს არის პირველი მაღაზიათა ქსელი იტალიაში, რომელიც 1957 წელს დაარსდა ძმები ბერნარდოეის მიერ. ახლა წარმოგიდგენთ ამ მაღაზიის საკმაოდ კრეატიულ რეკლამას, რომელშიც საკვებ პროდუცტებს აქვს სხვადასხვა ცხოველისა თუ საგნის ფორმა:
Fish (strawberry)

Sea horse (chili)

Dragonfly (pea)

hippopotamus (capsicum)

penguin (eggplant)

Tricycle (pasta)

Mickey Mouse (red raddish)

teddy bear (coconut)