Thursday, July 29, 2010

სიზმარი: ბეწვი

მივრბივარ, ალბათ ისე როგორც ლოლა.
შემამაჩნია ანიამ და გამომეკიდა, ეტლით.
მე ვერ ვამჩნევ და გავრბივარ.
შევდივარ შენობაში, სადაც სანთლის შუქია, ოთახის ბოლოში დგას მაგიდა, რეგისტრატურაა. მაგიდის უკან პატარა კარი. მე დაუკითხავად მივდივარ კარისკენ, ვაღებ კარს, რომელიც მუხლებამდე მწვდება, ვიხედები შიგნით და ვხედავ ძალიან დიდ სტადიონს, მზე ანათებს, ქონდრის კაცები მიდი-მოდიან. ჩემს დანახვაზე ყველა ჩემსკენ მოდის. ამ დროს ანიაც დამეწია. უცებ ვიღაც ბიჭი შემოვიდა, რომელიც ძიუდოს კლუბს ეძებდა. ჩემზე პატარა იყო, მაგრამ მაინც შემიყვარდა. გამოვედით ხელიხელჩაკიდებულები და დავიწყეთ ძიუდოს კლუბის ძებნა, თუმცა მე რატომღაც მეგონა, რომ როკ-კლუბს ვეძებდით.
სადღაც გაქრა, მე მარტო დავრჩი და შევხვდი ჩემი კლასელის ძმას, იმ კლასელის რომელიც დედის ერთაა. ეს მაღალი, ქერათმიანი, ცისფერთვალება ძმა ცდილობდა თავი მოეწონებუნა ჩემთვის, მე მეზიზღებოდა, ვცდილობდი თავიდან მომეშორებინა და ბოლოს გამოვიქეცი.
საღამოა და სიზმრის დახურვაა, ფოიერვერკი. მოვიდა ძიუდოს კლუბის მაძებარი, ცისფერმაიკიანი, ხუჭუჭთმიანი ბიჭი ჩამეხუტა და მე დავმშვიდდი.
რა დასაწერი ეს იყო, მაგრამ ამ წუთას მოვჩი ფილმის ყურებას, რომელსაც ისეთივე სუნი ქონდა როგორც ჩემს სიზმარს, თავისი ქონდრის კაცებით, ფოტოგრაფით, გულის ამრევი ლამაზმანებით და პატარა კარით, რომელსაც თუ გააღებ ყველაფერს ჩაწვდები, მთავარია არ შეგეშინდეს.

Monday, July 19, 2010

არალეგალურია თევზს დაალევინოთ ალკოჰოლი


არ მასვენებს ფიქრი ამ სულელურ კანონებზე, თვალი გადავავლე რამდენიმეს და გამაოცა კანონმა: არალეგალურია თევზს დაალევინოთ ალკოჰოლი. ზუსტად არ ვიცი სად, რომელ შტატშია ეს კანონი გამეფებული, მაგრამ ნამდვილად ერთ-ერთ ამერიკულ სიბრძნეთაგანია.
ეხლა შევეცდები ავხსნა ეს სულელური კანონი და თევზის თვალით დაგანახათ.
ერთი შეხედვით ყველას შეიძლება ეგონოს რომ ეს კანონი შეთხზა თევზებზე მზრუნველმა, ბუნების დამცველმა. თევზების ბედ-იღბლით შეშფოთებულმა ადამიანმა. მაგრამ მე რის თევზი ვარ ამ ადამინის ბოროტ განზრახვას რო ვერ ჩავწვდე. საქმე იმაშია რომ ეს ადამიანი თევზების მტერია, არა იმიტომ რომ თევზებს დალევა უყვართ, ის კი ამის აკრძალვას ცდილობს, არა. იმიტომ, რომ იგი მეთევზეა. გაგიკვირდათ? ან მე საიდან ვიცი? ვიცი. მოკლედ რაში დასჭირდა ამ ადამიანს თევზებზე ''ზრუნვა''. პირდაპირ გეტყვით, შელამაზების გარეშე: მას სურს თევზებზე დინამიტით თევზაობა, ალბათ გაგიგიათ, ჩააგდებ დინამიტს მდინარეში და რამდენიმე წუთში ზედაპირზე ასეული თევზი ტივტივებს.

ყველაფერი სწორედ ასე მოხდებოდა წინა ღამით თევზებს არალეგალურად ალკოჰოლი რომ არ ეყიდათ ვინმე ვანიასგან. ვანია ვინაა და რას საქმიანობს ეგ ცალკე საკითხე, ეგ არაა ეხლა ჩვენთვის პირველხარისხოვანი. ალბათ იცით სპირტისა და ცეცხლის ურთიერთქმედებით რა შეიძლება მოხდეს, იგივე მოხდა მთვრალი თევზებისა და დინამიტის მოქმედებით. ნავი ცაში აიჭრა და დასახიჩრებული ბატონი კანონმდებელი აღმოჩნდა საავადმყოფოში. რამდენიმე თვის შემდეგ კი გამოვიდა ვითომ თევზების დამცველი და შეთხზა ეს ერთი შეხედვით არაფრის მთქმელი კანონი. ეს კაცი იყო ძალიან გავლენიანი და არ გაუჭირდა თანამოაზრეების შეგროვება, ასე აღმოჩნდა ეს კანონი ამერიკის რომელიღაცა შტატის კანონმდებლობაში.
ალბათ დაგაინტერესებთ საიდან ვიცი მე, რიგითმა თევზმა ეს ამბავი. გაგიმხელთ, რამდენიმე დღის წინ ვიყავი შორეული ახლობლის გასვენებაში, ზვიგენმა შეჭამა საჭყალი :( მერე ეს ზვიგენი მოუძებნიათ ნათესავებს (სვანეთიდან არიან წარმოშობით) და შურის ძიების მიზნით დაუწვავთ. ჩვენ კი ამ ზვიგენის და მაშასადამე გამბუზია ბაბუას ფერფლს დავტიროდით ;(

Sunday, July 11, 2010

PhotoFantasy: Abbey Road

რაღაც სიახლე მჭირდება სასწრაფოდ.
00:22-ია ვერაფერს მოვიმოქმედებ გარდა პოსტის დაწერისა, ყველა ფინალს უყურებს, რაღაც მეტს ველოდი მე ამ ჩემპიონატისგან, არადა თავიდან როგორ ვემზადებოდი, ყველა შეხვედრის ყურებას ვაპირებდი და.. ნუ მოკლედ არ მაინტერესებს ჰოლადნია:ესპანეთი.

ეხლა სიახლეს რაც შეეხება მინდა ბლოგს ახალი განყოფილება დავამატო PhotoFantasy. ავირჩევ ნებისმიერ ფოტოს და მოივიფიქრებ რამე ისტორია, ხშირად ვაკეთებ ამას ცხოვრებაში, ჩაწერა არასდროს მიცდია ვნახოთ რა გამოვა. Kate შენს მეტი შემს ბლოგს მაინც არავინ კითხულობს, ასე რომ შენ მოგმართავ:
იმედია მოგეწონება ჩემო მკითხველო.


დარწმუნებული ვარ ყველამ იცის Beatles-ის მეთერთმეტე ალბომის A
bbey Road
-ის ფოტო. ვფიქრობ ამაზე ბევრი საინტერესო ამბის მოფიქრება შეიძლება. როდესაც უყურებ და ყვები ადვილია, მაგრამ ესე ჩამოყალიბებულად დაწერა ძნელი ყოფილა. რო გამიადვილდეს კითხვებს დავსვამ და შევეცდები ვიპოვო პასუხი.პირველი რაც დაგვაინტერესებს ალბათ იქნება სად მიდიან. შემდეგი დაკვირვებით მივხვდებით რომ ალბათ მეტად მნიშვნელოვან საქმეზე, ოთხივე ძალიან სერიოზული და მოტივირებულია, ანუ იციან რა უნდათ და სადაც მიდიან.შემდეგი ეტაპი თითოეულის ცალცალკე განხილვა იქნება, როგორი გამომეტყველება აქვთ რა აცვიათ, მაკარტნის სიგარეტი უჭირავს, რაღაცაზე ნერვიულობს და აი, ევრიკა ერთი ხელჩასაჭიდი გვაქვს მაკარტნი ფე
ხ
შიშველია.

დავინახე თუ არა მთელი ისტორია თვალწინ დამიდგა, ყველაფერს მივხვდი ეხლა ისღა დამრჩენია თქვენ მოგაწოდოთ.

მაკარტნის ფეხსაცმელი გაეხა, ან მოპარეს ეს უფრო რეალურია. ბევრი ინერვიულა (სიგარეთი ხელში) ფეხსაცმლის სხვა წყვილი თან არ ჰქონდა. რა დარჩენოდა გადაწყვიტა საყიდლად თავად წასულიყო, მაგრამ მეგობრები რისი მეგობრები არიან ჭირში თუ არ დაგვეხმარნენ. ჰარისონმა შესთავაზა ჩვენ წავალთ და გიყიდითო, მერე რინგო ჩაერთო ჩვენ რო ვუყიდოთ და არ მოერგოს რა გავაკეთოთო? ლენონმა როგორც იქნა ხმა ამოიღო და ასე მოიფიქრა ყველა ერთად წავიდეთ, ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის თუ როგორც არისო, იტოგში ჩვენც გამოგყვებითო რა.

გაუდგნენ გზას.

მაგრამ სად იყო და სად არა პაპარაცებმა შეამჩნიეს და ფოტოები გადაუღეს. ხოჭოები არ აღელდნენ, არ აყვნენ ნერვებს და ოლიმპიური სიმშვიდით ჩაიარეს ქუჩა. სწორედ ამ დროსაა ეს ფოტო დაფიქსირებული.
მაკარტნიმ რა თქმა უნდა იყიდა ფეხსაცმელი და გააგრძელა თავისი ვარსკვლავური ცხოვრება.

ეს ყველაფერი თქვენ ალბათ სისულელე გგონიათ მაგრამ მე ამას მხოლოდ ამ ფოტოს ნახვით ვერ მოვიფიქრებდი. უნდა გაგიმხილოთ: მე მეორე ფოტოც მაქვს ნანახი, ახლა თქვენც ნახეთ და ყველაფერს მიხვდებით.


დასკვ
ნ
ას ასეთს გამოვიტან: ოთხი ხოჭო გადავიდა ქუჩაზე, მათ იყიდეს ფეხსაცმელი მაკარტნისთვის და და გადმოვიდნენ უკან.

ეს იყო და ეს, იმედია მოგეწონათ ჩემი
PhotoFantasy
-ა.

გისურვებთ წარმატებებს, ფეხსაცმელი ნუ დაგაკარგვინოთ განგებამ ნურასდროს.