Friday, April 23, 2010

Universe

რა არის სამყარო, და რანი ვართ ჩვენ მასთან მიმართებაში.
იცოდით, რომ თითოეულ ჩვენგანს თავში თავისი სამყარო აქვს? არა ეს რათქმა უნდა ყველამ იცის მაგრამ, ის ყველამ არ იცის რომ იგი ზუსტად იმ სამყაროს იდენტურია სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.



რამდენი მსგავსებაა ადამიანსა და მთლიანად სამყაროს შორის, თუნდაც გარემომცველ ბუნებას შორის. შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნათ რატომ აქვს ჩვენს ტვინს ნიგვზის ფორმა, ან თირკმელს ლობიოსი? ან როგორ ქმნის ბუნება ისეთ სიმეტრიულ ფორმას როგორიც ფიფქია, როგორ ახერხებენ ფუტკრები ფიჭის აშენებას, ნაგებობის, რომელიც დღემდე აკვირვებს ადამიანს. როგორ მოქმედებენ ასე შეთანხმებულად ჭიანჭველების კოლონიები, ან როგორ ზიდავენ თავის წონაზე მეტ ტვირთს? რატომ გავს ასე ძალიან ატომის სტრუქტურა მზის სისტემას? როგორ შეიძლება სულ რაღაც 4 ნუკლეოტიდი ისე გადალეგდეს დნმ-ში რომ არცერთი იდენტური ადამიანი არ დაიბადოს? დელფინები ხომ ჩვენზე განვითარებული არსებები არიან, რატომ არ განაგებენ ისინი ჩვენს პლანეტას? ან კი არის სიცოცხლე სადმე სხვაგან, და თუ არის, არის კი ის ისეთი მრავალფეროვანი, როგორიც ჩვენია? იქნებ ყველა ჩვენგანის ტვინში არსებობს დამოუკიდებელი სამყარო თავისი გალაქტიკებით, ვარსკვლავებით და პლანეტებით.



საიდუმლოებით მოცულია ჩვენი სამყარო, პასუხი ჯერ არაფერზე ვიცით, ხოლო საიდულოს საიდუმლო ემატება, და უფრო მეტად ვიკარგებით ტვინის ნეირონებივით დახლართულ ქსელში, რომელიც თურმე ამავდროულად ძალიან გავს სამყაროს.

Friday, April 16, 2010

?

რა/ვინ ვარ?
სად ვარ?
რატომ ვარ?
სად წავალ?
როგორ წავალ?
როდის წავალ?

აზრები აზრებზე.. ფიქრები ფიქრებზე.. როდესმე დამთავრდება? ალბათ არასდროს.. ყოველ დღე ერთი და იგივე, და ვხვდები რომ ყოველდღიურად უფრო ღრმად ვეშვები გაურკვევლობაში.. ვხვდები რომ სრულიად მარტო ვარ.. ან საერთოდ ვაარ? ან ვინ ვარ? იქნებ მე ვარ ცენტრი და ყველაფერი ჩემს ირგვლივ ბრუნავს, იქნებ მთელი სამყარო ჩემი გამოგონილია და ის ხვდება რასაც ჩემი ქვეცნობიერი გადაწყვეტს. ან იქნებ უბრალოდ რომელიმე სხვა არსების რიგითი გამოგონილი მირაჟი ვარ. მაგრამ არა მირაჟს ალბათ არ ექნება ამის შეცნობის უნარი.


რა სისულელეა ეს ყველაფერი.. მინდა გავიგო რატომ? მიზანი რა აქვს ჩემს არსებობას ან ჩემს მოვლინებას, და საერთოდ რა საჭიროა გონიერი, მოაზროვნე არსებების არსებობა სამყაროში, ის ხომ მაინც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.. სამყარო ვითარდება, იზრდება, პატარავდება, იკუმშება და ფართოვდება, მაგრამ ჩვენ? ჩვენი ცხოვრება იმდენად ხანმოკლე, უაზრობადაც კი მეჩვენება ხანდახან, ვის დასჭირდა ჩვენი გაჩენა ან რაში დასჭრდა..


რა პატარა ვარ, რა ცოტაა ჩემი ენერგია, რისი შეცვლა ჩემიძლია.
ალბათ ყველაფრის, თუ მოვინდომებ, უბრალოდ ძალის გამოყენება უნდა ვისწავლო, მიზანი დავისახო და ყველაფერს მივაღწევ, მაგრამ რა? რისთვის? რატომ?

ვფიქრობ და ვგრძნობ საფეთქლებზე ყრუ ტკივილს, ვცდილობ შევწყვიტო ეს ყველაფერი, მაგრამ არ გამოდის..
გამოსავალს ვეძებ. ჯერ არ ჩანს. თმა ქერად ხომ არ შევიღებო? ამბობენ ქერები არ ფიქრობენო :))

ვინ ვარ?
ჭიანჭველა უზარმაზარ სამყაროში, რომლის არსიც კი არ ესმის, რომელიც მთელი ცხოვრება შრომობს, რომელიც მთელი ცხოვრება ცდილობს უზრუნველი მომავალი შეიქმნას, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს გაჭყლიტავენ და რომელიც არავის გაახსენებდა რამდენიმე წლის შემდეგ.

აი ამას ქვია ქრონიკული დეპრესია, მარტოობა და სრული უიმედობა.

ძალიან ემო პოსტი გამომიმივიდა, მაგრამ მთავარი სხვა რამაა ყველაფერი უნდა მოასწრო რისი გაკეთებაც გინდა, ცხოვრებით სრულად უნდა დატკბე და ტვინი სხვა რამით უნდა დააკავო, სრულ სასოწარკვეთაში რომ არ ჩავარდე ადამიანი.

Wednesday, April 14, 2010

SELF




არაფრის დაწერას არ ვაპირაბ უბრალოდ საკუთარი თავის ამსახველი არაჩვეულებრივი სურათი აღმოვაჩინე, უფრო სწორედ ჩემი სექტის ასოცირებულმა წევრმა ე.წ.-მა დეიდამ მწვანე კალიამ მაჩუქა. დიდი მადლობა თიკინიო, როძინა ნე ზაბუდეტ ტვოიო თავგანწირვა ი თავდადებოვანიე.

ისე საინტერესოა რას დაინახავ პიველად შენ, ჩემო მკითხველო.


P.S. პროსტა თეფშზე რომ დევს რაღაც პონტში ტეხს, გატრუპულია ანუ :S