Monday, March 22, 2010

დიჰიდრომონოქსიდი

მინდა დავწერო რიგ გარეშე პოსტი, საერთოდ არ ვაპირებდი რამის დაწერას, მაგრამ ახლა შემთხვევით წავაწყდი ჩემს მიერ ნათარგმნ ერთ სტატიას. ძალიან საინტერესო და სახალისოა. წაიკითხეთ. დამიჯერეთ არ ინანებთ.


90-იანი წლების დასაწყისში ერთმა პოპულარულმა მეცნიერულმა, ამერიკულმა, ჟურნალმა გამოაქვეყნა ასეთი სტატია:
,,უკანასკნელ ხანებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს წყლის დაბინძურება საშიში ქიმიკატით. ეს ქიმიკატი უფერო, უგემო, უსუნოა და სრულად იხსნება წყალში. მთავრობამ არ მიიღო ზომები ამ პრობლების მოსაგვარებლად. ამ ქიმიკატის სახელწოდებაა დიჰიდრომონოქსიდი. ქიმიკატი გამოიყენება შემდეგი მიზნებისათვის:

• გამხსნელ და გამაგრილებელ საშუალებად წარმოებაში;
• პენოპლასტის წარმოებაში;
• ცეცხლსაქრობებში;
• ბევრ ქიმიურ და ბიოლოგიურ ლაბორატორიაში;
• პესტიციდების წარმოებაში;
• დამატებად ე.წ. JUNK-FOOD-ში (არაჯანსაღი საკვები) და სხვა პროდუქტებში.


ქიმიკატის მიერ გამოწვეული საშიშროებანი

• ქიმიკატი მონაწილეობს მჟავურ წვიმაში;
• აჩქარებს კოროზიას და აზიანებს ელექტროსადენების უმრავლესობას;
• ქიმიკატის მყარ ფორმასთან დიდი ხნის ურთიერთობისას შესაძლოა ადამიანს კანი დაუზიანდეს;
• ქიმიკატის აირად მდგომარეობასთან კონტაქტი იწვევს დამწვრობას;
• მისი, თუნდაც მცირე რაოდენობის, შესუნთქვა იწვევს სიკვდილს;
• ქიმიკატი აღმოჩენილია ავთვისებიან სიმსივნეში და მსგავს დაავადებებში;
• ქიმიკატი იწვევს მასზე დამოკიდებულებას, შეკავების შემთხვევაში მსხვერპლი იღუპება 168 საათში;

• წყლის არცერთ ფილტრს არ შეუძლია მთლიანად გაასუფთაოს წყალი ამ ქიმიკატისაგან;

მიუხედავად ამ საშიშროებისა, ქიმიკატი აქტიურად და დაუსჯელად გამოიყენება ინდუსტრიული გიგანტების მიერ. უამრავი კორპორაცია ყოველდღიურად ღებულობს ტონობით ქიმიკატს, მიწის ქვევით არსებული მილებიდან. ამ ქიმიკატთან მომუშავე ხალხი, როგორც წესი, არ იღებს სპეცტანსაცმელს და ინსტრუქტაჟს. ტონობით გადამუშავებული ქიმიკატი იღვრება მდინარეებსა და ზღვებში. ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას გამოიჩინოს კეთილგონიერება და წინ აღუდგეს ამ საშიში ქიმიკატის მომავალში გამოყენებას.”
ერთი კვირაში სტატიამ გამოიწვია ფურორი მოსახლეობაში. ათასობით მომიტინგე გამოვიდა პლაკატებით, მოთხოვნით დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ დიჰიდრომონოქსიდის გამოყენება ყოველდთღიურად. ერთ-ერთი მერობის კანდიდატი ალისო ბიეჯო (შტატი კალიფორნია) სიტყვითაც კი გამოვიდა და დადო პირობა, რომ აკრძალავდა ამ ქიმიკატს მისი არჩევის შემთხვევაში.
სიმართლე გაირკვა. სტატიის ავტორი გაანთავისუფლეს რედაქციიდან, მერმა წააგო არჩევნები, ჟურნალს სასამართლოში უჩივლეს, მაგრამ მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან რაც სტატიაში დაიწერა სრულ სიმართლეს წარმოადგენდა.


დიჰიდრომონოქსიდი, იგივე H2O, არის უბრალო სამელი წყალი.

Friday, March 19, 2010

Fish

დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ინტერნეტი უკიდეგანო სივრცეა..
ყველაფრის მოძიებაა შესაძლებელი, მხოლოდ მონდომებაა საჭირო. მაგრამ მე სულ სხვა რამეზე მინდა დავწერო.. სრულიად შემთხვევით, ყოველგვარი ძიების გარეშე აღმოვაჩინე ინგლისელი როკ/პოპ-მუსიკოსი Fish.. წარმოგიდგენიათ?! პროგრესიულ როკ ჯგუფ მარილიონის ყოფილი ლიდერი და ვოკალისტი, პერკუსიონისტი და მსახიობი. იგი ზუსტად იმ მუსიკას ქმნის, რომელსაც მე ვუსმენ, და ეს ყველაფერი სრულიად შემთხვევით. ერთ ჩვეულებრივ დღეს შევედი YouTube-ზე და ჩემს მთავარ გვერდზე Fish-ი დავინახე.


აქვე პატარა მიმოხილვა..
მებაღეობისა და მეტყევეობის შემდეგ, Fish-მა (დერეკ უილიამ დიკი), 1981 წელს, ბრიტანულ სცენაზე გასვლა სცადა. მსმენელის ყურადღება მიიქცია მისმა გამოჩენამ ჯგუფში მარილიონი. ჩარტებში წარმატება მოპოვებული იქნა მუსიკოსის ქარიზმატული იმიჯით, დინამიური სასცენო მოძრაობებით, ჯგუფის მელოდიური სიმღერებით და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორით - Fish-ისა და პიტერ გებრიელის ვოკალების მსგავსებით.
მარილიონიდან წასვლის შემდეგ Fish-ს საკმაოდ წარმატებული სოლო-კარიერა ჰქონდა. თუმცა იგი არასოდეს ივიწყებდა ჯგუფს, რომელმაც წარმატება მოუტანა და 2007 წლის 26 აგვისტოს მის ერთ-ერთ კონცერტს შეუერთდა მარილიონის თითქმის ყველა წევრი.
ამჟამად Fish-ს შემოქმედებითი პაუზა აქვს, რადგან პრობლემები აქვს ყელთან დაკავშირებით, რაც სიმღერის დროს პრობლემას უქმნის.



ძალიან მომწონს, რომ არ დამეწერა არ შემეძლო.
მოუსმინეთ, იქნებ თქვენც მოგეწონოთ.


არა რაღაცა არსებობს..


Facebook
Fish
Fish

Monday, March 15, 2010

შუქი ჩაქრა

დედის გულზე მიდევს თავი. ცხადსა და სიზმარს შორის ჩამესმის ღიღინი,The Bee Gees - How Deep is Your Love.



აქვე პატარა ისტორია: როცა Bee Gees ინგლისში ჩავიდა, კონცერტის ყველა ბილეთი John Lennon-ს უყიდია და კონცერტის დღეს მთელს სტადიონზე მხოლოდ ის იყო. Bee Gees ამაზე სიმღერაც კი დაუწერია (სახელი ვერ გაიხსენა).

შუქი მოვიდა.

მივხვდი, არა ვიცოდი, რომ დედიკო ძალიან მიყვარს, თუმცა ამის დასამტკიცებლად ჯერ არაფერი გამიკეთებია და არც ვაკეთებ.

დე იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ.
ვიცი არასდროს წაიკითხავ ამ პოსტს, მაგრამ მინდა მოგილოცო დაბადების დღე, დიდხანს სიცოცხლე გისურვო და რაღა თქმა უნდა ჯანმრთელობა.

ვიცი არაფრის მომცემი პოსტია, მაგრამ მინდა ეს დღე დიდხანს მახსოვდეს და ამიტომაც ვწერ პოსტს.