Sunday, March 14, 2010

Laura Laine

Laura Laine-ი 26 წლის მოდური ილუსტრატორია ფინეთიდან. იგი სწავლობდა ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტში ჰელსინკში მოდელილების ფაკულტეტზე. სწავლის დამთავრების შემდეგ მასთან თანამშრომლობდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა: Zara, Tommy Hilfiger, H&M, Iben Hoej, Daniel Palillo, The New York Times Magazine, Elle Girl, The Guardian, and Páp Magazine.
Laura Laine-ის ილუსრტაციები, რომელშიც დომინირებს შავი და თეთრი ტონები ძალიან ლამაზი, დახვეწილი და ნატიფია, მაგრამ ამავდროულად ბნელი და ექსცენტრიული. ძალიან მომწონს მისი ილუსტრაციები და მინდა თქვენც გაგიზიაროთ.















































Laura Laine

Saturday, March 13, 2010

ქამელეონი

ალბათ ყველას გსმენით ქამელეონის უნიკალურობის შესახებ, მართლაც საოცარია მისი გარდასახვის უნარი. გარემოს შესაბაამასად ფერის ცვლილება მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი. დარწმუნებული ვარ, რომ ერხთხელ მაინც ყველას გასჩენია სურვილი, წამით უხილავი ყოფილი გამოუვალ და უხერხულ სიტუაციაში. ბევრისთვის ამოუცნობია ეს ფენომენი, ამიტომაც გადავწყვიტე ამის შესახებ დავწერო.



ქამელეონის კანში სამი ფერის საღებავია: შავი, ყვითელი და წითელი. ყოველი მათგანი ავსებს სპეციალურ უჯრედებს - ქრომატოფორებს. ქრომატოფორებს შეუძლიათ შეიკუმშონ პაწაწინა წერტილივით, მაგრამ ამასთანავე შეუძლიათ გაფართოვდნენ კიდეც. ამ შემთხვევაში ისინი პატარა ვარსკვლავების ან ობობების ფორმას იღებენ და ცხადია ამ მდგომარეობაში გაცილებით მეტ ფართობს იკავებენ.
შავი ქრომატოფორები ფართოვდებიან წითლებთან ერთად, ხოლო ყვითლები იკუმშებიან, ქვეწარმავალი ყავისფერ ფერს იღებს, თუკი ყვითელს ოდნავ შავი შეერევა, მას მწვანე ან მოცისფროი ფერი გადაჰკრავს.
თუ ყოველივე ეს სხეულის სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვაგვარად ხდება, მაშინ სხეულზე შეიძლება წარმოიქმნას ნაირნაირი ნახატი.
ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ყველაზე საინტერესოა როგორ ხვდება თითოეული ქრომატოფორი როდის უნდა შეიკუმშოს და როდის უნდა გაბართოვდეს.. ამ ყველაფერს კი ის ნერვული იმპულსები არეგულირებს, რომელიც ნერვული სისტემიდან მოდის.


მართლაც საოცარი და ამოუცნობია ჩვენი სამყარო, ქამელეუნს ღმერთმა უნიკალური თავდაცვითი მექანიზმი არგუნა, მაგრამ სამაგიეროდ მას არ აქვს განვითარებული სმენის აპარატი

Wednesday, March 10, 2010

BIOLOGY: ბაყაყები

ბავშვობიდან მაინტერესებდა ბიოლოგია, სხვადასხვა თევზის, მწერის, ფრინველის თუ ქვეწარმავლის ანატომია, ფიზიოლოგია და ცხოვრების ნირი. როცა პირველ კურსზე ბაყაყი გავჭერით და მისი კუნთების აგზნებადობაზე ჩავატარეთ ცდები ეს იყო ნამდვილი ზეიმი ჩემთვის, კარგა ხანი ვინახავდი ასანთის კოლოფში ბაყაყის აყროლებულ თვალს, მაგრამ მერე რა ბედი ეწია აღარ ვიცი, დაიკარგა სადღაც.



მოკლედ ეს ამხელა შესავალი იმისთვის გავაკეთე, რომ გამცნოთ გადავწყვიტე გავაკეთო ახალი განყოფილება ჩემს ბლოგზე სახელწოდებით BIOLOGY . დავწერ მხოლოდ იმ ცხოველებზე, რომლებიც ყველაზე საიტერესოდ მეჩვენება, მათი განსაკუთრებულობისა და სხვებისგან განსხვავებულობის კრიტერიუმით.
პირველი პოსტი მინდა მივუძღვნა რაღა თქმა უნდა ბაყაყებს. (თემატურად ჩაჯდა და მხოლოდ მაგიტომ :P)


ბაყაყები


ბაყაყები და გომბეშოები მიეკუთვნებიან ამფიბიებს - ხერხემლიანთა ჯგუფს. ისინი ცივსისხლიანი ორგანიზმები არიან, რადგან მათი სხეულის ტემპერატურა გარემოს ტემპერატურის ტოლია.



საკმაოდ ბევრი რამის დაწერა შეიძლება ბაყაყებზე: სხეულის ფორმის, გადაადგილების თავისებურების, გამრავლებისა და განვითარების შესახებ, მაგრამ ვფიქრობ ყველაზე საინტერესო მათი კვება და თავდაცვის მექანიზმია.
მაშ ასე კვება: ბაყეყები, ძირითადად, ცოცხალი, მოძრავ მსხვერპლზე ნადირობენ. უმეტესობა მწერებით იკვებება. მსხვერპლის სიდიდე კი დამოკიდებულია თავად ბაყაყზე და მისი პირის სიდიდეზე..
როგორც კი მსხვერპლს დააფიქსირებს, ბაყაყი მობრუნდება და მისკენ გაექანება. მსხვერპლის იგი იჭერს თავისი წებოვანი ენით. ბაყაყი კბენისა და ღეჭვის გარეშე, პირდაპირ ყლაპავს მსხვერპლს, ამ დროს მისი თვალები იბერება პირის ღრუს შიდა მხარეზე, რაც მას ხახის მიმართულებით საკვების გადაგზავნაში ეხმარება, მაგრამ ხანდახან ასეც ხდება :D


თავდაცვა: ბაყაყებით მრავალი სხვადასხვა სახის ცხოველი იკვებება, რის გამოც, მათ გამოიმუშავეს რეაქციების ფართო სპექტრი და, ასევე, სხვადასხვა ადაპტაციები. ზოგიერთი სახეობის წარმომადგენელი ამ დროს ძლიერ აგრესიული ხდება და მტაცებელს არ გაურბის, მიუხედევად იმისა, რომ მათ ნამდვილი კბილებიც კი არ აქვთ. თავად ეს ფაქტი ძლიერ შთამბეჭდავია. ბაყაყების გარკვეულ ჯგუფს კი ამგვარ შემთხვევაში მხოლოდ თავისი შეფერილობის ან მოხატულობის იმედი აქვს. ხეებზე მხოხავი ბაყაყების უმრავლესობა მოსვენებისას ერთგვაროვნად, ყავისფრად ან მწვანედაა შეფერილი, თუმცა საშიშროების დროს ისინი სწრაფად ბრუნდებიან და გამოაჩენენ სხეულის შიდა მხარეზე არსებულ კაშკაშა შეფერილობას. ფერის ამგვარი უეცარი ცვლილება ხშირად აბნევს მტაცებელს, ბაყაყი კი ამით სარგებლობს და თავის დაღწევას ახერხებს.

სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ.. შევეცდები მომავალში უფრო საინტერესო ფაქტები მოგაწოდოთ.