Wednesday, March 10, 2010

BIOLOGY: ბაყაყები

ბავშვობიდან მაინტერესებდა ბიოლოგია, სხვადასხვა თევზის, მწერის, ფრინველის თუ ქვეწარმავლის ანატომია, ფიზიოლოგია და ცხოვრების ნირი. როცა პირველ კურსზე ბაყაყი გავჭერით და მისი კუნთების აგზნებადობაზე ჩავატარეთ ცდები ეს იყო ნამდვილი ზეიმი ჩემთვის, კარგა ხანი ვინახავდი ასანთის კოლოფში ბაყაყის აყროლებულ თვალს, მაგრამ მერე რა ბედი ეწია აღარ ვიცი, დაიკარგა სადღაც.



მოკლედ ეს ამხელა შესავალი იმისთვის გავაკეთე, რომ გამცნოთ გადავწყვიტე გავაკეთო ახალი განყოფილება ჩემს ბლოგზე სახელწოდებით BIOLOGY . დავწერ მხოლოდ იმ ცხოველებზე, რომლებიც ყველაზე საიტერესოდ მეჩვენება, მათი განსაკუთრებულობისა და სხვებისგან განსხვავებულობის კრიტერიუმით.
პირველი პოსტი მინდა მივუძღვნა რაღა თქმა უნდა ბაყაყებს. (თემატურად ჩაჯდა და მხოლოდ მაგიტომ :P)


ბაყაყები


ბაყაყები და გომბეშოები მიეკუთვნებიან ამფიბიებს - ხერხემლიანთა ჯგუფს. ისინი ცივსისხლიანი ორგანიზმები არიან, რადგან მათი სხეულის ტემპერატურა გარემოს ტემპერატურის ტოლია.



საკმაოდ ბევრი რამის დაწერა შეიძლება ბაყაყებზე: სხეულის ფორმის, გადაადგილების თავისებურების, გამრავლებისა და განვითარების შესახებ, მაგრამ ვფიქრობ ყველაზე საინტერესო მათი კვება და თავდაცვის მექანიზმია.
მაშ ასე კვება: ბაყეყები, ძირითადად, ცოცხალი, მოძრავ მსხვერპლზე ნადირობენ. უმეტესობა მწერებით იკვებება. მსხვერპლის სიდიდე კი დამოკიდებულია თავად ბაყაყზე და მისი პირის სიდიდეზე..
როგორც კი მსხვერპლს დააფიქსირებს, ბაყაყი მობრუნდება და მისკენ გაექანება. მსხვერპლის იგი იჭერს თავისი წებოვანი ენით. ბაყაყი კბენისა და ღეჭვის გარეშე, პირდაპირ ყლაპავს მსხვერპლს, ამ დროს მისი თვალები იბერება პირის ღრუს შიდა მხარეზე, რაც მას ხახის მიმართულებით საკვების გადაგზავნაში ეხმარება, მაგრამ ხანდახან ასეც ხდება :D


თავდაცვა: ბაყაყებით მრავალი სხვადასხვა სახის ცხოველი იკვებება, რის გამოც, მათ გამოიმუშავეს რეაქციების ფართო სპექტრი და, ასევე, სხვადასხვა ადაპტაციები. ზოგიერთი სახეობის წარმომადგენელი ამ დროს ძლიერ აგრესიული ხდება და მტაცებელს არ გაურბის, მიუხედევად იმისა, რომ მათ ნამდვილი კბილებიც კი არ აქვთ. თავად ეს ფაქტი ძლიერ შთამბეჭდავია. ბაყაყების გარკვეულ ჯგუფს კი ამგვარ შემთხვევაში მხოლოდ თავისი შეფერილობის ან მოხატულობის იმედი აქვს. ხეებზე მხოხავი ბაყაყების უმრავლესობა მოსვენებისას ერთგვაროვნად, ყავისფრად ან მწვანედაა შეფერილი, თუმცა საშიშროების დროს ისინი სწრაფად ბრუნდებიან და გამოაჩენენ სხეულის შიდა მხარეზე არსებულ კაშკაშა შეფერილობას. ფერის ამგვარი უეცარი ცვლილება ხშირად აბნევს მტაცებელს, ბაყაყი კი ამით სარგებლობს და თავის დაღწევას ახერხებს.

სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ.. შევეცდები მომავალში უფრო საინტერესო ფაქტები მოგაწოდოთ.

Friday, March 5, 2010

The Great Gig In The Sky


"And I am not frightened of dying, any time will do, I

Don't mind. Why should I be frightened of dying?

There's no reason for it, you've gotta go sometime."

"I never said I was frightened of dying."


Monday, March 1, 2010

Alexandros Vasmoulakis

მხატვარი – Alexandros Vasmoulakis-ი დაიბადა ათენში 1980 წელს. მან დაამთავრა ხელოვნების ინსტიტუტი. Alexandros Vasmoulakis-ი გამოირჩევა თავისი გასნაკუთრებული სტილით.

სხვა არაფრის დაწერა არ შემიძლია, ვიცი ძალიან მშრალი გამომივიდა, სხვა ვერაფერი ვიპოვე მისი ბიოგრაფიის შესახებ.. მაგრამ, როდესაც მის ნახატებს ნახავთ სხვა რამ არ დაგაინტერესებთ, რადგან მისი შემოქმედება ყველაფერს ამბობს ავტორის შესახებ..