Friday, March 5, 2010

The Great Gig In The Sky


"And I am not frightened of dying, any time will do, I

Don't mind. Why should I be frightened of dying?

There's no reason for it, you've gotta go sometime."

"I never said I was frightened of dying."


Monday, March 1, 2010

Alexandros Vasmoulakis

მხატვარი – Alexandros Vasmoulakis-ი დაიბადა ათენში 1980 წელს. მან დაამთავრა ხელოვნების ინსტიტუტი. Alexandros Vasmoulakis-ი გამოირჩევა თავისი გასნაკუთრებული სტილით.

სხვა არაფრის დაწერა არ შემიძლია, ვიცი ძალიან მშრალი გამომივიდა, სხვა ვერაფერი ვიპოვე მისი ბიოგრაფიის შესახებ.. მაგრამ, როდესაც მის ნახატებს ნახავთ სხვა რამ არ დაგაინტერესებთ, რადგან მისი შემოქმედება ყველაფერს ამბობს ავტორის შესახებ..



























Sunday, February 28, 2010

მოგზაურობა ოცნებაში..



მზე მომენატრა.. ზღვა მომენატრა..





როდესაც ეს ფოტო დავინახე, წამით გავიტრუნე და დავაშტერდი, მალე მივხვდი, რომ თვალები დახუჭული მქონდა და სადღაც სხვაგან ვიყავი..
მივცურავდი, ნელი სვლით მივცურავდი..
მესმოდა მხოლოდ საკუთარი გულის ჯგერა და გაბმლი სუნთქვა, და კიდევ მდუმარება..
ზღვის მრავლისმთქმელი მდუმარება მესმოდა.
ნეტარებაში ჩაძირული ზღვის ზედაპირზე ვტივტივებდი და განვაგრძობდი ცურვას, ნელი სვლით ცურვას ჰორიზონტისკენ..

მზე მომენატრა..ზღვა მომენატრა..

დილით ზღვაზე გასვლა.
დაღლამდე ცურვა.
მეგობრები და კარტი.
მზეზე ალაპლაპებული გარუჯული სხეული.
გამვლელ ბიჭზე გაყოლებული მზერა.
მეგობრის მოულოდნელი მზერა ჩემზე. დამიჭირა.
მერე სიცილი და აღიარება:
-მეც მომეწონა.

მზე მომენატრა.. ზღვა მომენატრა..

მოსაღამოვდა. ფეხშიშველი მივუყვები სანაპიროს, რომელიც უსასრულო მეჩვენება. ვხვდები, რომ თუ განვაგრძობ ამ გზას, აღმოვჩნდები სრულიად სხვა გარემოში, სხვა ქვეყანაში, უცხო ადამიანებთან, რომლებიც ვერ გამიგებენ და რომლებსაც ვერ გავუგებ. და უცებ გავიფიქრე აქ ვინ მიგებს? ან ვის ვუგებ? გავხედე ჰორიზონთის ხაზს, რომელსაც მზე შუაზე გაეყო და ახლა მისი მხოლოდ ერთ ნაწილი ჩანდა.. მივხვდი, რომ მოგზაურობა დასრულდა..
ღრმად ჩავისუნთქე იოდით გაჟღენთილი ჰაერი და დავბრუნდი..




მზე მომენატრა.. ზღვა მომენატრა..









პირველი ფოტოს ავტორი სამწუხაროდ არ ვიცი..
მეორე ჩემია..